ალბათ უამრავ ჩვენგანს უოცნებია იმაზე, თუ როგორ პირობებში ვერ იტყოდა თავს თვითიზოლაციაზე, შესაბამისად, თუ უკვე ფიქრობთ რომ თქვენი ბალიში ისეთი კომფორტული აღარ არის, როგორიც ეს აქამდე წარმოგედგინათ, ან ახლაღა შეამჩნიეთ, როგორ საჭიროებს თქვენი ინტერიერი დამატებით დეტალებს, რათა ოთხ კედელს შუა გატარებული დღეები უფრო სასიამოვნო გახდეს, თვალი გადავავლოთ მეოცე საუკუნეში აშენებული თავშესაფრის ფოტოებს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.
ცივი ომის პერიოდში, აშშ-ში დაახლოებით 200 000 თავშესაფარი აშენდა, თუმცა ზუსტი რიცხვის დასახელება დღესაც კი შეუძლებელია, ვინაიდან ადამიანები მას მალავენ. სამაგიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც უკვე ჩვეულებრივ უძრავ ქონებად ითვლება და ასეთია ლას-ვეგასში მდებარე, 18 მილიონ დოლარად შეფასებული "ბუნკერი", რომელიც Avon-ისა და სხვა რამდენიმე ცნობილი კომპანიის თანამფლობელს - ჯერარდ ბის ეკუთვნის.
ცნობილ ბიზნესმენს გასულ საუკუნეში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე სურვილი გაუჩნდა ის თავშესაფარი აეშენებინა, რომლის შეძენაც ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია: