ზედაპირების დღეში ერთხელ გაწმენდა ინფექციის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და ეს სულ რამდენიმე წუთს წაიღებს. ამერიკელი ექსპერტები პანდემიის დროს სახლის დასუფთავების რჩევებს გვიზიარებენ და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ.
-რამდენად ხშირად უნდა გავაკეთოთ ეს?
-ყოველდღე.
-ტილოები გამოგვადგება?
-დიახ, შეიძინეთ ისეთი სპრეი და ტილო, რომელიც 99.9 % ბაქტერიას კლავს.
-რა ხდება თუ სპრეი და გამწმენდი ტილო არ გაგვაჩნია?
-გამოიყენეთ საპნიანი წყალი: რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება გახსენით 200 გ წყალში. საპნიანი წყლით გაწმენდა ეფექტურია კორონავირუსის მოსაკლავად და სხვა ბაქტერიების ზედაპირებიდან გასაქრობად.
-რომელი ზედაპირებია ყველაზე მოთხოვნადი?
-ნებისმიერი ადგილი, სადაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დღის მანძილზე მილიონ თითის ანაბეჭდს ტოვებთ. (პირველ რიგში გაწმინდეთ აბაზანის ზედაპირები)
• კარების სახელურები
• სინათლის ჩამრთველები
• მაცივრის და მიკროტალღური ღუმლის კარებები
• უჯრების სახელურები
• ტელევიზორის პულტი
• მაგიდა
-უნდა გვეკეთოს თუ არა ხელთათმანები?
-სახლის დასუფთავებისას ხელთათმანები რეკომენდირებულია, მაგრამ თუ პრაქტიკული არაა, უბრალოდ დარწმუნდით, რომ დაიბანთ ხელებს საქმის დაწყებამდე და მის შემდეგ.
-თუ ხელთათმანებს ვიყენებთ, უნდა გავრეცხოთ თუ არა ისინი დალაგების შემდეგ?
-დიახ, თუ აპირებთ გამოიყენოთ ისინი ხელმეორედ. (აბაზანისთვის და ჭურჭლისთვის სხვადასხვა ხელთათმანები იქონიეთ)
მას შემდეგ, რაც მორჩებით გაწმენდას:
• დაიბანეთ ხელთათმანებიანი ხელები საპნით და წყლით.
• გააშრეთ.
• მოიხსენით ხელთათმანები და შეინახეთ.
• შემდეგ ხელები დაიბანეთ.
-კიდევ რა დამარწმუნებს იმაში, რომ სახლი სუფთაა?
-სახლში დაბრუნებისას გაიხადეთ ფეხსაცმელები, ჩამოკიდეთ ქურთუკი და მაშინვე დაიბანეთ ხელები 20 წამის მანძილზე, საპნითა და წყლით.
ექიმები გვირჩევენ, პანიკას არ ავყვეთ, რადგანაც ხელების დაბანა და სახლში ხშირად შეხებადი ზედაპირების რეგულარული გაწმენდა კორონავირუსის გარეშეც სასარგებლოა.