30 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი - დაკოტა ჯონსონი, რომელიც მსოფლიომ უფრო ახლოს Fifty Shades of Grey-ში შესრულებული როლით გაიცნო, გულშემატკივარს მცირე ექსკურსიაზე იწვევს და ლოს-ანჯელესში მდებარე მდიდრულ საცხოვრებელს ათვალიერებინებს.
როგორც დაკოტა აღნიშნავს, სახლი მან ხუთი წლის წინ იყიდა.
"მე მიყვარს ხეები და სინათლე, ასე რომ, უბრალოდ შეყვარებული ვარ ამ ადგილზე. ჩემამდე სახლი რაიან მერფის ეკუთვნოდა და რომ არა ოჯახური საჭიროებები, მის გაყიდვას არც ის აპირებდა, მე ძალიან გამიმართა," - ამბობს ის.