ჯულია რობერტსმა სან-ფრანცისკოს პრესტიჟულ რაიონში 8 მილიონი ღირებულების სახლი შეიძინა. ხუთ სართულიანი სახლი 1908 წელსაა აგებული. მას შემდეგ მისი რესტავრირება მოხდა, თუმცა იმ ეპოქის ატმოსფერო მაინც შენარჩუნებული აქვს. ამ მყუდრო ნავსაყუდელში 5 საძინებელი და 4 სააბაზანოა, ასევე, ფართო სამზარეულო და კაბინეტი, ეზოში კი ტერასა. ინტერიერი კლასიკურ ამერიკულ სტილშია გაფორმებული, რძისფერ ტონალობაში და ხის მასალით. ფანჯრებიდან ხედი ლეგენდარულ ხიდზე იშლება.
ახალ სახლში 52 წლის მსახიობი ქმართან, ოპერატორ დენიელ მოდერთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.