საცხოვრებელი ბაკურიანსა და საგურამოში – უნიკალური ლოკაცია, როგორც კომპანიის პრიორიტეტი
2007 წლიდან, კომპანია K2 ქართულ ბაზარზე ნაცნობი სახელწოდებაა, რომელიც ხარისხიანი მშენებლობის განმარტებასთან ასოცირდება. ტოპმენეჯმენტის ცვლილების საფუძველზე, ახალგაზრდა მენეჯერი ლაშა რობაქიძე, პარტნიორებთან ერთად მსხვილ სამშენებლო ინდუსტრიაში ჩაბმით, ახალი სიტყვის სათქმელად უკვე 2 წელია K2 ჯგუფის გაყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობს. OK! ლაშა რობაქიძეს კომპანიის მიერ მშენებარე პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ბაკურიანსა და საგურამოში მშენებლობის ახალ სტანდარტს აწესებს.
გვიამბეთ იმ მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებიც სულ მალე ბაკურიანში დასრულებული სახით მომხმარებლის წინაშე წარდგება?
ამჟამად ბაკურიანში K2 ჯგუფი 3 პროექტს კურირებს. მათ შორის არის კორპუსი და კოტეჯების მცირე დასახლება სამ სხვადასხვა წერტილში. დაწყებული მშენებლობა სულ მალე დასრულდება და მობინადრეებს საცხოვრებლები სასურველი კონდიციით ჩაბარდებათ.
რაც შეეხება საგურამოს, რა ტიპის შეთავაზება აქვთ მომხმარებლებს?
საგურამოში 20 ინდივიდუალურ საცხოვრებელს ვაშენებთ, რომელთა ირგვლივ 5000 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი საერთო მოხმარების სივრცეა. აუზი, სტადიონი, გასართობი ინფრასტრუქტურა – მშენებლობის ის ნაწილია, რაზეც K2 ჯგუფის კეთილმოწყობის სამსახური ზრუნავს.
რას მიიჩნევთ ორივე ლოკაციაზე არსებული პროექტების ძლიერ მახასიათებლებად?
მთავარ აქცენტს კომპანია კეთილსინდისიერებაზე ამახვილებს. შესაბამისად, ხარისხი ფასადური არ არის. ყურადღება თითოეულ მნიშვნელოვან დეტალს თანაბრად ეთმობა – დაწყებული სამშენებლო მასალებით, გაგრძელებული ე.წ. კოსმეტიკური ან თბოიზოლაციის სამუშაო პროცესებით.
როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს K2-ის უპირატესობები, რაც მას ქართულ ბაზარზე საკუთარ ნიშას უმკვიდრებს?
თამამად ვიტყვი, რომ თითოეულ პროექტს, დიზაინის გარდა, მისი უნიკალური ლოკაცია გამოარჩევს. ვფიქრობ, ქართულ ბაზარზე K2 ხარისხსა და ოპტიმალურ დაგეგმარებასთან ერთად, სწორედ ხელსაყრელ მისამართთან ასოცირდება. მაგალითისთვის, ბაკურიანში კომპლექსი ორ სასრიალო ტრასასთან ახლოსაა, რაც საკმაოდ დიდი კომფორტია დამსვენებლისთვის. რაც შეეხება საგურამოს, იქ მშენებლობა ყველაზე ელიტურ დასახლებაში, „მარნის უბანში“ მიმდინარეობს, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება მყინვარწვერზე.
როგორია გაყიდვების მენეჯერის ამპლუაში საქმიანობა და რითი გახდა ის თქვენთვის საინტერესო სფერო?
მას შემდეგ, რაც სწავლა ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით დავასრულე და საქართველოში დავბრუნდი, მქონდა სურვილი თეორიულად მიღებული ცოდნა ჩემთვის საინტერესო სფეროში, პრაქტიკაში გადმომეტანა.
K2 ჯგუფის მენეჯმენტში საქმიანობა შესანიშნავ საშუალებას მაძლევს, საინტერესო ყოველდღიურობით ვცხოვრობდე, მქონდეს უშუალო კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ ადამიანთან, ჩავნიშნოთ შეხვედრები და გავუძღვეთ პრეზენტაციებს. ეს ყველაფერი უწყვეტი დინამიკა და საინტერესო გამოწვევაა.
რასთან გსურთ, ასოცირდებოდეს თქვენი საქმიანობა მომხმარებლის თვალთახედვაში?
ცალსახად ხარისხთან. გუნდთან, რომელსაც მომხმარებლის ყველა სურვილის გათვალისწინებით, აქვს უნარი მას სასურველი პროდუქტი შესთავაზოს.
რა სახის უპირატესობა ელოდებათ K2-ის ბინადრებს?
სამშენებლო კუთხით გაწეული ხარისხიანი სამუშაოს გარდა, ჯგუფი ზრუნავს, რომ საცხოვრებელი გარემოც მაქსიმალურად კომფორტული იყოს. თითოეულ ადგილას გაშენებულ კომპლექსში ვცდილობთ, გავითვალისწინოთ სივრცე და ატმოსფერო, სადაც ბინადრები სოციალურ აქტივობებში ჩართვას შეძლებენ და რაც ასე მთავარია, ექნებათ სასიამოვნო ურთიერთობები.
იდენტობის გამომჟღავნების რა საშუალება მისცა კომპანიას არჩეულმა ორმა ლოკაციამ – საგურამომ და ბაკურიანმა? K2-ის საქმიანობის რომელ პრინციპებს წარმოადგენს თითოეული პროექტი?
როგორც აღვნიშნე, ხარისხთან ერთად, კომპანიის არჩეული კურსი ყოველთვის ხელსაყრელ მდებარეობას უკავშირდება. ბაკურიანშიც და საგურამოშიც, მოვახერხეთ ჩვენი მთავარი პრინციპით გვეხელმძღვანელა და მომხმარებლისთვის უნიკალური მისამართი შეგვეთავაზებინა.
გავითვალისწინეთ ბაკურიანის ლანდშაფტი და ჩვენი პროექტით, ვფიქრობ, მაქსიმალურად ჰარმონიულად ვერგებით გარემოს. ასევე ის, რის გამოც საგურამოს ირჩევენ, შევინარჩუნეთ. ვგულისხმობ არჩეულ ლოკაციაზე სუფთა ჰაერს, მშვიდ გარემოს და ხედებს, რომელსაც გადაფარვა არ ემუქრება. ყოველივე ეს საცხოვრებლების მომავალ მფლობელებს k2-ის პროექტში დახვდებათ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პროექტებს ფინიშის ხაზამდე მივიყვანთ, არაერთი გეგმა გვაქვს. ნაწილი კი დედაქალაქში მშენებლობების დაწყებას კვლავაც K2-ის უცვლელი პრინციპებით გულისხმობს.