მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბრიტანეთი დატოვეს და საცხოვრებლად შვილთან - არჩისთან ერთად, კანადაში გადავიდნენ, სოციალურ ქსელებში არ წყდება საუბარი მათი ცხოვრების ახალ სტილზე. შესაბამისად, დიდია ინტერესი იმ ადგილისადმიც, რომელშიც წყვილი იცხოვრებს და The Sun-ის პრესტიჟულმა გამოცემამ საზოგადოებას ის სახლი გააცნო, რომელსაც მისი ცნობით, წყვილი მალე 40 მილიონ დოლარად შეიძენს. სახლი დასავლეთ ვანკუვერის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს და უსაფრთხოების ზომებითაც იქცევს ყურადღებას, რაც ოჯახისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მდიდრულ საცხოვრებელს ექვსი მეტრის სიმაღლის გალავანი აკრავს, რომელიც პირველად 108 წლის წინ აშენებულ ნაგებობას იცავს. თვალი გადავავლოთ თვალისმომჭრელ ფოტოებს ცნობილი წყვილის მომავალი საცხოვრებლიდან:
შეგახსენებთ, რომ წყვილი დიდ ბრიტანეთში ფროგმორის კოტეჯში ცხოვრობდა, რომლის განახლებისთვის გადახდილ 5 მილიონ დოლარსაც წყვილი მოსახლეობას სულ მალე აუნაზღაურებს.