49 წლის ცნობილი მოდელის - ნაომი კემპბელის სახელი რამდენიმე ცნობილ მამაკაცს უკავშირდება და ერთ-ერთი მათგანი რუსი მილიონერი - ვლადისლავ დორონინია, რომელსაც ის ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2013 წელს დაშორდა.
თუმცა მისგან 41 წლის იუბილესთვის ნაჩუქარი მდიდრული საცხოვრებელი დარჩა, რომელიც თურქეთში მდებარეობს და ცნობილი არქიტექტორის - ლუი დე გარიდოს მიერ არის დაპროექტებული.
საცხოვრებელს, რომელიც 25 საძინებელს აერთიანებს, ეგვიპტური ჰორუსის ანუ ყოვლისმხედველი თვალის ფორმა აქვს და ყველა დეტალში გასდევს ეკო-მეგობრული დამოკიდებულება გარემოსადმი.
ასე გამოიყურება საცხოვრებელი, რომლის ღირებულებაც დღეს უკვე 45 მილიონ დოლარადაა შეფასებული.