„თბილისი პავილიონი“ − ეს არის სავაჭრო მოლი, რომელიც 19 ნოემბერს წარდგა მომხმარებლის წინაშე და დღეს ის არაერთი ბრენდის ავეჯის მაღაზიასა თუ შოურუმს აერთიანებს ერთ სივრცეში. პავილიონი 27 000 კვადრატულ მეტრ ფართზე განთავსებული 4-სართულიანი შენობაა, რომელიც
ძალიან კომფორტული წყობითა და დიზაინით გამოირჩევა. აქ თქვენ შეხვდებით როგორც ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, ასევე სტარტაპებს და სხვადასხვა დიზაინერების შოურუმებს, რომლებიც ძალიან საინტერესო პროდუქციას გვთავაზობენ. OK! „თბილისი პავილიონის“ კომერციულ დირექტორს, სოფია ბარნაბიშვილს ესაუბრა.
რას სთავაზობს პავილიონი მომხმარებელს?
„თბილისი პავილიონი“ – ეს არის სრულიად ახალი, საინტერესო და ინოვაციური პროექტი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ავეჯს, დეკორს, აქსესუარს და სახლისათვის საჭირო ყველა ნივთს, რომელიც აუცილებელია ინტერიერისა და ექსტერიერის გასალამაზებლად.
მოლში წარმოდგენილია როგორც იმპორტული პროდუქცია, ასევე ქართულ ბაზარზე დამზადებული საკმაოდ ხარსხიანი და ტრენდული ნაწარმი.
თბილისი პავილიონი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას და მოაწყოს საკუთარი ინტერიერი, როგორც სხვადასხვა ბრენდების მიერ შეთავაზებული(ან წარმოდგენილი) ავეჯის კოლექციებით, საინტერესო დეკორით და აქსესუარებით, ასევე შეიძინოს ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, რომელსაც წარმოადგენენ ბაზარზე მოწინავე ოპერატორი კომპანიები, მათ შორის ტრენდული სტარტაპერებიც. სწორედ მათი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია სამზარეულო, საძინებელი თუ ავეჯის ნებისმიერი დეტალი ინდივიდუალურად შეუკვეთოს და მოარგოს საკუთარ სტილს.
რომელი მაღაზიებია პავილიონში წარმოდგენილი?
პავილიონში წარმოდგენილია უამრავი - როგორც თანამდეროვე, ასევე კლასიკური, თუ არტ მიმართულების საინტერესო ბრენდები: Bogacho, STYLE Italia, Missoni Home, შნო, TON, ოპ-არტი, wood decor, აპოლო, Ideal home, Modern house, Casa lucci, სამეული, ევროკუჩინა Smart Light, ხის ფაქტორი და სხვა მრავალი ბრენდი რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს აქვს ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება. რაც შეეხება ინდივიდუალურ შეკვეთებზე მომუშავე კომპანიებს, რა თქმა უნდა ნებისმიერ სტილსა თუ ზომაზე იქნება შეკვეთის შესაძლებლობა, თუმცა მათ ადგილზეც წარმოდგენილი ექნებათ გარკვეული პროდუქცია შოურუმების სახით. აქედან გამომდინარე მომხმარებელისთვის იოლი იქნება ადგილზე გადაწყვიტოს და შეკვეთა მისცეს უკვე მის რჩეულ კომპანიას.
ვფიქრობ ეს პავილიონის გამორჩეული ნიშაა.- მომხმარებელი ადგილზე შეძლებს განსაზღვროს რომელი კომპანია რა ხარისხს და რა პროდუქტს სთავაზობს და ამის საფუძველზე აირჩიოს!
ამას გარდა, ძალიან საიტერესოა დეკორის თემა, რომელიც ასევე საკმაოდ ფართოდ იქნება გაშლილი მოლში. სახლის მოწყობის შემდგომი ეტაპი აუცილებლად მოითხოვს დეკორაციებით სახლის ინტერიერის გამდიდრებას, ამიტომ
ვფიქრობთ, რომ თბილისი პავილიონი ამ მიმართულებითაც ძალიან ძლიერი იქნება, რადგან აქ წარმოდგენილია ყველაფერი სახლისთვის – განათების მაღაზიებიდან დაწყებული, მრავალი ხელნაკეთი დეკორაციის მაღაზიით დამთავრებული, რომლებიც სახლსა და ინტერიერს საინტერესო ელფერს სძენს.
თბილისი პავილიონი გამორჩეულ ნიშას დაიკავებს ბაზარზე და მაქსიმალურად გაჯერებული იქნება ავეჯსა და დეკორზე მომუშავე სხვადასხვა კრეატიული კომპანიების მიერ შექმნილი ხელნაკეთი პროდუქციით.
გვესაუბრეთ პავილიონის ინტერიერისა და ექსტერიერის შესახებ.
პავილიონი საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტია და ამ დროისათვის უკვე საკმაოდ ბევრი ბრენდია თავმოყრილი. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არჩევანი საკმაოდ დიდია, მომხმარებელს უხდება სხვადასხვა ლოკაციაზე სიარული და მუდმივად ძიების პროცესშია. 4 სათულიანი სავაჭრო მოლი თბილისი პავილიონი კი ამ ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს. კომფორტული ლოკაცია და სასიამოვნო გარემო ეს თბილისი პავილიონია რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოკლე დროში მრავალფეროვანი არჩევანიდან მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება. ეს არის მოლის ერთ-ერთი უნიკალური ნიშა, რომელიც მას დიდ პრიორიტეტს მიანიჭებს ბაზარზე. ძალიან მალე მოლში წარმოდგენილი იქნება საკვები ობიექტიც და მოსასვენებელი ზონებიც, რაც მეტ კომფორტს შეუქმნის ჩვენს მომხმარებელს.
პავილიონი სულ ახლახან გაიხსნა. როდიდან ამუშავდება ის სრული დატვირთვით?
ვინაიდან „თბილისი პავილიონი“ საკმაოდ ნორჩი და ახალგაზრდაა, ამ ეტაპზე არ არის სრულად დატვირთული, თუმცა განვითარებისა და გაზრდის თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი პოტენცია აქვს. ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა საინტერესო კომპანიასთან – როგორც დიზაინერებთან და სტარტაპებთან, ასევე ბრენდებთან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და საინტერესოს გახდის სავაჭრო ცენტრს. გაზაფხულიდან უფრო მეტი ელფერით და აქცენტებით წარვდგებით მომხმარებლის წინაშე.
ფასები რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის?
„თბილისი პავილიონში“ წარმოდგენილია როგორც მაღალი კატეგორიის ბრენდები, ასევე ეკონომ–კლასისთვის გათვლილი კომპანიებიც, რომლებიც სთავაზობენ შესაბამის პროდუქტს მომხმარებელს. მოლში მოსულ მომხმარებელს სრულიად თავისუფალი არჩევანი აქვს , შეიძინოს ნებისმიერი პროდუქტი ეკონომიური მოცემულობიდან და გააკეთოს არჩევანი ფასსა და ხარისხზე.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
2020 წლის გაზაფხულისთვის მოლი სრულად დაიტვირთება.პარალელურ რეჟიმში ბაზარზე მუდმივი დაკვირვებისა და კვლევების საფუძველზე, ასევე მომხმარებელის ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებით განვაგრძობთ მოლის კონცეფციის დახვეწასა და განვითარებას. „თბილისი პავილიონი“ მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს ფასდაკლებებისა და სხვადასხვა აქტივობის სახით.
„თბილისი პავილიონი“ მაქსიმალურად შეეცდება იყოს საინტერესო და მუდმივად ჰქონდეს მიმზიდველი შეთავაზებები ბაზრისთვის.