სამშენებლო კომპანია „სეუ დეველოპმენტი“ დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და ამ დრომდე არაერთი წარმატებული პროექტი შესთავაზა მოსახლეობას. კომპანიას ჰყავს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობებში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტის შესაბამისად. OK! „სეუ დეველოპმენტის“ თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ზურაბ მექვაბიშვილს ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიამბობს კომპანიის სტრატეგიის შესახებ.
როდის გაჩნდა „სეუ დეველოპმენტი“ ქართულ ბაზარზე?
„სეუ დეველოპმენტი“ 5 წელზე მეტია უკვე სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს. გვაქვს 4 დასრულებული კორპუსი ჯიქიას ქუჩაზე და მიმდინარე მშენებლობა ვარკეთილში. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ „სეუ დეველოპმენტამდე“ იყო საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ძველი და ახალი, თანამედროვე სტანდარტის სასწავლო და საგამოფენო შენობები. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის წარმატებული მშენებლობის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დავიწყეთ.
გვესაუბრეთ „სეუ დეველოპმენტის“ მიერ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე.
რაც შეეხება ჩვენს მიმდინარე პროექტს, „სეუ ვარკეთილი“ – ეს არის ახალი, ევროპული სტანდარტის და სრულიად განსხვავებული კონცეფციის უბანი ვარკეთილში. პროექტზე რამდენიმე თვე მიმდინარეობდა მუშაობა, გვქონდა დიდი სურვილი, მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა ყველა ის საჭიროება სახლთან ახლოს, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება დღეს. კომპლექსი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითაა დაგეგმილი, იგი 3.5 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს: 2 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცეს, დაცულ შიდა ეზოს, სკოლასა და ბაღს, ფიტნესდარბაზს, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, კომერციულ და საოფისე ფართებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, ჩოგბურთის კორტებს. თითოეული კორპუსის შესასვლელში მოეწყობა ლობი, ასევე, კორპუსები აღჭურვილია ცენტრალიზებული სახანძრო სისტემით.
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში პროექტმა უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმზე და დაჯილდოებაზე Eastern Europe REAL ESTATE PROJECT AWARDS ნომინაციაში „წლის საუკეთესო მომავლის პროექტი – პროექტი, რომელიც უსწრებს დროს“ მოიპოვა გამარჯვება. პროექტი აღიარეს თბილისის ურბანული განვითარების საუკეთესო მაგალითად. ჯანსაღ გარემოში შექმნილი ახალი უბანი და სწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურა.
ასევე გეტყვით, რომ აღნიშნულ ფორუმში მესამე წელია, რაც ვმონაწილეობთ. 2017 და 2018 წლებში მოვიპოვეთ საერთაშორისო აღიარება შემდეგ ნომინაციებში: „წლის საუკეთესო საცხოვრებელი კომპლექსი“ (Residential Project of the year) – ჯიქიას 7 ნომერში და „წლის წარმატებული გაყიდვების მაჩვენებელი“ (Sales Performance Excellence) – „მწვანე ეზოს“ საცხოვრებელი პროექტისთვის.
რა არის კომპანიის მთავარი უპირატესობა?
კომპანიიის უპირატესობა ბევრ დეტალშია – ხარისხი, მობინადრეებზე მორგებული გეგმარება, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა, პროექტის დიზაინი, გადახდის პირობა და სხვა. თუმცა, მთავარი უპირატესობა ხარისხია − „სეუ დეველოპმენტის“ მიერ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსები უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალით გამოირჩევა, მეტიც – მშენებლობის დროს გამოყენებულ ყველა მასალას ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვს, რაც ბაზარზე დეფიციტს წარმოადგენს. მშენებლობისას ვიყენებთ მხოლოდ ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა საშენ მასალებს. ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება შრომითი უსაფრთხოების დაცვას. მშენებლებს უსაფრთხოების საკითხზე ინსტრუქტაჟი და ტრენინგები ხშირად უტარდებათ.
როგორია „სეუ დეველოპმენტის“ გადახდის პირობები?
ჩვენთან გადახდის პირობები ძალიან მოქნილი და გამარტივებულია. არ ვითხოვთ შემოსავლების დადასტურებას. კვადრატული მეტრის ღირებულება სრულად შეესაბამება პროექტის ხარისხს, მდებარეობას და ბაზარზე არსებულ ფასებს. ხშირად გვქონდა და მომავალშიც იგეგმება აქცია ფასებზე, რაც, თავის მხრივ, მყიდველებს ხელს უწყობდა და უადვილებდა, ბინის შეძენის არჩევანი ჩვენს კომპლექსზე შეეჩერებინათ. ამ ეტაპზე გვაქვს საახალწლო აქცია ვარკეთილის პროექტისთვის და მსურველებს ბინები პირველადი შენატანის გარეშე შეუძლიათ შეიძინონ, ჯიქიას პროექტში კი, ბინის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს საჩუქრად გადაეცემა ტექნიკის ან ავეჯის 3000-ლარიანი ვაუჩერი.
სავსებით გააზრებული გვაქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლის გადაწყვეტილება ახალი ბინის შეძენის თაობაზე. ამ საკითხს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობით უყურებს კომპანიის გუნდი. მყიდველს ვთავაზობთ ოპტიმალურ გეგმარებას, თითოეული კვადრატი მაქსიმალურად სწორად არის გამოყენებული.
დაბოლოს...
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კომპანიის კადრების თემა. გაგვიმართლა, რადგან გვყავს პროფესიონალთა ძლიერი გუნდი. ჩვენი სფერო საინტერესო, მრავალფეროვანი და საპასუხისმგებლოა. განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს და უამრავი საინტერესო გეგმით ვაპირებთ მთელი თბილისი მოვიცვათ და ქალაქისთვის ღირებული პროექტები შევქმნათ. დღეს ჩვენს ბაზარზე კონკურენცია მაღალია და ეს წინსვლის უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს.
დასასრულ კი მივულოცავ ახალ წელს თქვენს გუნდსა და მკითხველს. ვისურვებდი, მშვიდობიანი და სიკეთით სავსე წელი ყოფილიყოს მთელი საქართველოსთვის.