ორი წლის წინ სინდი კროუფორდმა და რენდი გერბერმა ბევერლი ჰილსში 11.6 მილიონი $ ღირებულების სახლი შეიძინეს. ის მანამდე ჯგუფ OneRepublic-ის სოლისტს რაიან ტედერს ეკუთვნოდა.
1 სართულიანი სახლის ფართობია 500,38 კვ.მ. და 1959 წელს აშენდა. თანამედროვე სტილის სახლში ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე სახლს მზის სინათლით ავსებს. იატაკი ნატურალური ხითაა დამზადებული.
ორი მისაღები ბუხრითაა ერთმანეთისგან გამოყოფილი, გაფორმებულია ნეიტრალურ ფერებში. აქცენტები დასმულია ბალიშებზე, ხალიჩაზე, კედლებზე. ეს ყველაფერი კი კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. კუთხეში მარმარილოს ბარია.
სამზარეულო თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. აქვეა სასადილო მაგიდა 8 ადამიანისთვის.
რაც შეეხება საძინებელს, აქ ბევრი ხელოვნების ნიმუშია. ფანჯრებიდან პანორამა იშლება ბაღზე.
გარეთ ავტოფარეხი, ტროპიკული მცენარეები, აუზი და დასასვენებელი ზონაა.