კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა გადაწყვიტეს იმ სახლს გამომშვიდობებოდნენ, რომელსაც "მინიმალისტურ მონასტერსაც" უწოდებდნენ. სახლი, რომელიც წყვილმა 2017 წელს 1.6 მილიონ დოლარად შეიძინა, ამჟამად 3.5 მილიონ დოლარად იყიდება, რაც ბუნებრივია იმ რესტავრაციიდან გამომდინარეობს, რომელშიც წყვილმა დიდი ენერგია ჩადო. ყოფილი საცხოვრებელი საკმაოდ ახლოსაა, იმ სახლისგან სადაც წყვილი ამჟამად შვილებთან ერთად ცხოვრობს. ამჟამინდელმა საცხოვრებელმა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი კიმის მიერ Vogue-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ გამოიწვია.
რაც შეეხება ყოფილ "მონასტერს", გთავაზობთ მის ფოტოებს: