ჰარი პოტერის ფანებს უკვე შეუძლიათ სრულფასოვნად დატკბნენ საყვარელი სამყაროს შეგრძნებით. Airbnb-ზე უკვე შესაძლებელია ვიქირაოთ ოთახი ჯეიმს და ლილი პოტერების სახლში. ჯადოსნური ატმოსფერო, რომელშიც ყველას შეუძლია გადავარდნა, ინგლისურ სოფელ ლავენჰემში მდებარეობს, საფოლკის საგრაფოში. სიუჟეტის მიხედვით, იქ დაიბადა და ცხოვრობდა ჰარი, იქ სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები გარდაცვალებამდე.
ნომრის ღირებულება ორ ღამეზე 254 ფუნტია. ფასში შედის არამხოლოდ დარჩენა, არამედ ინგლისური საუზმე, რომელსაც დიასახლისი ამზადებს. საძინებელს საკუთარი აბაზანა და ტელევიზორი აქვს.