დედაქალაქში უპრეცედენტო მნიშვნელობის კომპლექსური პროექტის სახელწოდებად „თბილისი პავილიონი“ შეირჩა. კომპლექსი მიზნად ისახავს ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანისა და ინტერიერის დიზაინის კუთხით მომხმარებლის ნებისმიერი სურვილის, ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული პროექტის განხორციელებას.
„თბილისი პავილიონი“ ავეჯის მიმართულებით სტილისტურად მდიდარ სურათს შექმნის, რადგან აქ სტუმრად მყოფს საშუალება ექნება, ინდივიდუალურად შერჩეული მასალის, ფერისა თუ მოპირკეთების საშუალებით ინტერიერი სრულიად განსხვავებულ მიგნებად აქციოს.
დეკორაციისა და აქსესუარების მაღაზია, რომელიც ვრცელ, სტილისტურ გამას გააერთიანებს ,,თბილისი პავილიონში“ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდება და ინტერიერის საინტერესო ნამუშევრად გადასაქცევად, ასორტიმენტში ჭურჭლის, ტექსტილის, განათების, გამწვანებისა თუ სხვადასხვა აქსესუარის ჩამონათვალს შეიყვანს.
ცენტრში სხვადასხვა ბრენდის, Bogacho, STYLE Italia, შნო, TON, H&M Accessories, Gioff, ოპ-არტი,Porland Georgia, I world smart technologies, Good sleep, wood decor, არტფერი, აპოლო, ნანინა, პლანტ შოპი, Zepter Georgia, Ideal home, Max, პრიმაკასა, Modern house, Ameli, Casa lucci, სამეული, მანპა, Bedroom, ფარდის სახლი, ავეჯის სახლი კონიბე, Rettro, DEMA, Royal, Rumin studio, home decore, მაგი და სხვა მრავალი საინტერესო პროდუქცია: ავეჯის, ჭურჭლის, თეთრეულის, დეკორაციული აქსესუარების, ოთახის განათებისა და მრავალი საინტერესო დეტალის სახით წარსდგება.
პირველ სართულზე განთავსებული კომფორტული ავტოსადგომი სტუმრობას კიდევ სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ცენტრი, რომელიც მრავალმხრივ კომფორტზეა გათვლილი, უზრუნველყოფს ცხოვრების სხვადასხვა სტილისა და მრავალფეროვანი სურვილების მქონე მომხმარებლისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებების ასრულება-განხორციელებას.
ერთი სარკმლის პრინციპით, 27 000 კვ. მ-ის სივრცეში ავეჯის, აქსესუარების, ჰორეკა მაღაზიებისა და კაფე-რესტორნისთვის ადგილი გამოიყოფა; მყუდრო და კომფორტულ გარემოში საქმიანი შეხვედრების გამართვას, განტვირთვასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას სტუმრები უგემრიელესი კერძების დაგემოვნების ფონზე შეძლებენ.
ცენტრი კვლავ მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირების ფარგლებში მარტივად მისადგომ მისამართზე განთავსდება. სავაჭრო ცენტრი „თბილისი პავილიონი – ყველაფერი შენი სახლისთვის“ ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის ხეივნის 68 ნომერში მოეწყობა.
„თბილისი პავილიონი“ გახდება ადგილი, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარების პარალელურად, მომხმარებელი საკუთარი თავისთვის, სახლისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის საინტერესო ნიმუშებს შეიძენს, თითოეული პროდუქტი კი დემოკრატიული ფასების ყველაზე ვრცელ არეალში მოხვდება.