ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში ახალი ბუტიკური სტილის სასტუმრო – „ზემელი“ გაიხსნა. თანამედროვე დიზაინით შექმნილი სასტუმრო მომხმარებლებს ძალიან მყუდრო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. „ზემელის“ სასტუმროს მთავარი არქიტექტორი გიორგი ჭყონია, არქიტექტორ-დიზაინერი ნინო მშველიძე, მხატვარ-დიზაინერი კი ნინო არზიანია.
„ზემელი“ სასტუმროა თანამედროვე, კომფორტული ოთახებით, სადაც თითოეული ნომერი გაფორმებულია ექსკლუზიური ნამუშევრებით. სასტუმროს შეუძლია იამაყოს მრავალფეროვანი და ჯანსაღი სამზარეულოთი, რომელსაც მომხმარებელს შესთავაზებენ პირველ სართულზე განთავსებულ ლაუნჯში.  





				
				
				

                        
                                        
                                        
                                        

                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
					