მრავალსართულიანი შენობებისა და სკვერების თუ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და მათი ბაღების დაგეგმარება, საზოგადოებრივი თუ კომერციული ნაგებობების დაპროექტება, მათ გასახორციელებლად ყველა საჭირო მასალის შერჩევა, პროცესში კი საავტორო ზედამხედველობა კომპანია FORTIS-ის პრეროგატივაა! საპროექტო და სამშენებლო სექტორში 15-წლიანი წარმატებული საქმიანობით, აქ მომუშავე გუნდი მომხმარებლისთვის ყველაზე ძვირფასს – დროს ზოგავს, რადგან ნდობას FORTIS-ის გუნდი მათთვის ყოველ ჯერზე ამართლებს.
დიზაინის შემუშავებას სიზუსტით გაწერილი ხარჯთაღრიცხვა ერთვის და დათქმული ვადის ფარგლებში მომხმარებელი რენოვაციის დაწყებამდე ყველა ფინანსური გასავლის შესახებ ინფორმირებულია. აღნიშნული უპირატესობის გარდა, კომპანიის სერვისებში პროექტის საბოლოო სახის რეალისტური კომპიუტერული დიზაინის შექმნაც შედის; Fortis-ი ლანდშაფტის დაგეგმარებასა და სრული დიზაინის საერთო სურათის შექმნასაც კურირებს. ნებისმიერი ამოცანის შესრულებისას, კომპანიაში მომუშავე გუნდი დანერგილ სამუშაო პრინციპებს ეყრდნობა – ყველა წევრი ერთმანეთს ხედვებსა და გამოცდილებას უზიარებს, რაც საბოლოოდ, მაქსიმალურად დახვეწილ შედეგს ქმნის და გუნდის თითოეული წევრისთვის მორიგ საინტერესო გამოცდილებად იქცევა.
გამოცდილება კი FORTIS-ის გუნდში განსაკუთრებულად ძლიერი მხარეა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მუშაობა განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებთან კოლაბორაციაში ერთიანდება, რომელთაც შემოქმედებითი მიზნები და ხედვები გამოარჩევთ. გუნდის მიერ შეჯერებული იდეების საუკეთესო გამოვლინება FORTIS-ის მიერ განხორციელებულ პროექტებში მუდმივ უპირატესობას წამოადგენს.
დამკვეთთან ურთიერთობა კომპანიის საქმიანობის განმსაზღვრელი ასპექტია, რასაც FORTIS-ი უცვლელ გამოწვევად იტოვებს და მომხმარებლის სურვილებზე მოსარგებად მაქსიმალურად ორიენტირდება – ასე პროექტზე მუშაობის პროცესი ორმხრივად მარტივდება. მომხმარებელი მიმართულებას, fortis კი პროდუქტს ხელმძღვანელობს, რომელიც საოცნებო შედეგს რეალობაში ახორციელებს. სწორედ მსგავსი მიღწევების გათვალისწინებით, fortis-ი წლების განმავლობაში ერთგული არჩევანია.
იმისათვის, რომ საკუთარ გეგმებს კომპანია სწორხაზოვნად მიჰყვეს, მუდმივი განვითარების გზიდან არასოდეს უხვევს, სახავს ახლო თუ შორეულ გეგმებს. FORTIS-ი მცირე ხანში კომპანიის მიერ წარმოებულ ავეჯს ქართულ ბაზარზე გასაყიდად ჩაუშვებს და სასურველი ავეჯის შერჩევისას, ფართო არჩევანს გააჩენს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი fortis-ი შექმნის ადგილს, სადაც პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სერვისსა და პროდუქტს ერთ სივრცეში გააერთიანებს.