„სტუდია 9“– გახლავთ კომპანია, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ პროექტირების სერვისის მქონე დაწესებულება. მისი შინაარსობრივი მხარე არაერთ საინტერესო მომსახურებას აერთიანებს.
კომპანიაში უცხოელი და ქართველი არქიტექტორები, სამშენებლო თუ დიზაინის სფეროს პროფესიონალი ადამიანები იყრიან თავს და მომავალი თაობებისთვის წარმატების ერთგვარი ტრამპლინი ხდებიან, რადგან აქ მათთვის გარკვეული სასწავლო გარემო ყალიბდება. კომპანიის მიზანი ქართველი და უცხოელი პროფესიონალების გაერთიანება და ერთ გუნდად ჩამოყალიბებაა.
„სტუდია 9“-ში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკონსულტაციო მომსახურებით, არქიტექტურული პროექტირებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და მონიტორინგით, საინვესტიციო და საკონკურსო კონცეფციებისა და პაკეტების შემუშავებით, სფეროსთან დაკავშირებული იურიდიულ-სამართლებრივი და საადვოკატო მომსახურებით.
„სტუდია 9“-ს მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელსაც სათავეში მისი დამფუძნებელი, მამუკა ჩხაიძე უდგას. სწორედ მას ეკუთვნის იდეაც, რომლის განხორციელება გაფართოებულსა და განახლებულ „სტუდია 9“-ში, მისი საქართველოში კარიერული დაბრუნების შემდეგ გადაწყდა.
„სტუდია 9“-ის მიერ არჩეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, კერძოდ, კომპანიის მასშტაბურ „არქიტექტურულ სახლად“ ქცევა წარმატებული სიახლეა. ეს სფეროს ირგვლივ ყველა მაღალკვალიფიციურ ადამიანს შემოკრებდა, გააჩენდა მათი მოსმენის, მათთან თანამშრომლობისა და საერთო საქმის წარმატებით განხორციელების საშუალებას.
კომპანიის მიერ შექმნილი არაერთი პროექტი, არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტითა და ინდივიდუალიზმით, ქმნის კომპანიის მახასიათებელ სტილს, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და საერთაშორისო სტანდარტით.
პროექტები წარმოადგენს არქიტექტურის ძირითადი, ტრადიციული მიმდინარეობებისა და თანამედროვე არქიტექტურის მიღწევების საუკეთესო სინთეზს.
ახალ მისამართზე ოფისის გახსნა დედაქალაქში სრულიად ახლებური სივრცის გაჩენას ნიშნავს. ინჟინრები, კონსტრუქტორები, ტრანსპორტის სპეციალისტები თუ ინტერიერის დიზაინერები ერთობლივი ძალისხმევით შექმნიან ამინდს არქიტექტურაში და სრულყოფილ პაკეტს დამკვეთს შესთავაზებენ; მას, ვისაც სურს, რომ სასურველი ნაგებობა აშენდეს, მოხდეს მისი პროექტირება, მშენებლობა და რენოვაციური სამუშაოების ბოლომდე მიყვანის ზედამხედველობა.
დღეს, „სტუდია 9“-ის ერთ-ერთ სერვისს ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ხელშეწყობა წარმოადგენს. აქ სწავლებისა და სტაჟირების პროგრამაც მოქმედებს, კომპანიის ბაზაზე სასწავლო ცენტრი და პრაქტიკული სტაჟირების კურსები დამწყები არქიტექტორებისთვის ღიაა, სადაც გაეცნობიან: არქიტექტურის საფუძვლებს, დაპროექტების ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს, პროექტირებისა და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭირო მასალებს, ასევე ტენდენციებს, რომელიც არქიტექტურაში დგას. შეისწავლიან ყველა იმ მიმართულებას, რომელსაც „სტუდია 9“ თავად კურირებს.
კომპანია მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს ხელმძღვანელობს. მთავარი ამოცანა მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა. პროექტირებისას ყურადღება ექცევა ზოგად არეალს, ეკოლოგიურ გარემოს, ხდება თანამედროვე და ისტორიული კონტექსტების კომბინაცია და მათი ჰარმონიული სინთეზი.
ეს ყველაფერი საკმაოდ რთული და შრომატევადია, თუმცა წარმოუდგენლად აზარტული, შედეგი კი ის საბოლოო წერტილია, რაც კვლავ გახსენებს, რომ არქიტექტურა ხელოვნებაა, რომელშიც განუზომელი ენთუზიაზმის გახარჯვა ღირს.