კომპანიის შესახებ
გათბობა-გაგრილება-წყალმომარაგების პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია „თერმოინდუსტრია“ ქართულ ბაზარს 2012 წლიდან გაეცნო და მას შემდეგ, უამრავი პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული. საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 5 ფილიალი, თბილისსა და რეგიონებში. კომპანია ახორციელებს პროექტებს როგორც კერძო პირებისთვის, ასევე სასტუმრო და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისთვის. პორტფოლიოში შეხვდებით ევროპული ხარისხის ისეთ პროდუქციას, რომლებიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, მათ შორის: იტალიურს, გერმანულს, სლოვენიურს, ბელგიურს, თურქულს.
კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქცია და მიმართულებები
საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ცენტრალური გათბობისა და ჰელიოსისტემები, წყალმომარაგება, საცურაო აუზები, საუნები. ინტერიერისთვის წარმოდგენილია არა მხოლოდ სტანდარტული, არამედ განსაკუთრებული, დიზაინერული პროდუქცია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის. მაგალითად, როგორებიცაა რადიატორების იტალიური ბრენდები Scirocco, Global და Radiatori2000. თითოეული მათგანი ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
აღნიშნული პროდუქცია არის როგორც თანამედროვე, მინიმალისტური გემოვნების მქონე მომხმარებლებისთვის, ასევე ვინტაჟური სტილის მოყვარულთათვის.
ექსკლუზიურად „თერმოინდუსტრიაში“ მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მაღალი ხარისხის ITALTHERM-ის ბრენდის გათბობის ქვაბები. თითოეული ცენტრალური გათბობის კედლის ქვაბი ენერგოდამზოგია და სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში გადის ინდივიდუალურ შემოწმებას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საქართველოში მათი იმპორტი.
აქ ასევე შეხვდებით გერმანულ ბრენდ Viessmann-ის გათბობის ქვაბებსაც. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, რომლის პროდუქციასაც, მონტაჟის შემდეგ, „თერმოინდუსტრიას“ ტექნიკური ჯგუფი ყოველი სეზონის წინ, თავად უტარებს მონიტორინგს.
გარდა ამისა, კომპანიის ძირითადი მიმართულება ეკომეგობრული, ინოვაციური სისტემების დანერგვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მწარმოებლის ქვაბი ენერგოდამზოგია და არ აბინძურებს გარემოს. ასეთია ალუმინის რადიატორი OTTIMO-ც, რომელიც მზადდება გადამუშავებული ალუმინის ქილებისგან.
კომპანიის მიზანი
„თერმოინდუსტრია“ ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტითა და დანერგვით ქართულ ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრება და რეალიზაციაა.
კომპანიის კიდევ ერთი ძირითადი მიზანი კვალიფიციური კადრების გაზრდაა. „თერმოინდუსტრიას“ მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფის მიერ პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდა 50-მდე სტუდენტს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მოწვევით, სწავლებებს ატარებენ უცხოელი სპეციალისტებიც. მონაწილეები იღებენ სერტიფიკატებს, რის შემდეგაც შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ პროდუქციასთან და მომხმარებელს ჯეროვანი მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
სამომავლო გეგმები
ვინაიდან კომპანია მუდმივად ვითარდება, სამომავლოდაც უამრავი გეგმა აქვს. ერთ-ერთი ასეთი კი საქართველოში განახლებადი ენერგიის სისტემების განვითარებაა. „თერმოინდუსტრიამ“ ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განახორციელა, თუმცა მოცემული კუთხით, კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავს.