ლიამ ჰემსვორთი "ველური ხანძრის" დროს დამწვარი სახლის რემონტს იწყებს, რომელიც მისი ყოფილი მეუღლის მაილი საირუსის სახლის გვერდით მდებარეობს. მსახიობმა $6.8 მილიონიანი სახლის რემონტი ახლახანს დაიწყო.
სახლი თავდაპირველად მან მუსიკოს მათიო ვაილდერისგან 2014 წელს შეიძნა.
2 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც წყვილი დაშორებული იყო, მაილი საირუსმა ლაიამის მეზობლად 2.5$ მილიონიანი რანჩო შეიძნა, თუმცა იმ დროისთის იქ არ უცხოვრია. რამდენიმე ხანში ვარსკვლავური წყვილი შერიგდა და მაილი საცხოვრებლად ლიამთან გადავიდა.
მაილი და ლიამი ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, როდესაც ლიამის სახლს ცეცხლი წაეკიდა და ისინი სახლის რემონტს ივლისში გეგმავდნენ, თუმცა რემონტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაშორდნენ.
დაშორების შემდეგ მაილი საცხოვრებლად თავის რანჩოში გადავიდა, რომელშიც ახლა თავის შეყვარებულთან, კოდი სიმფსონთან ერთად ცხოვრობს.