თუ გაინტერესებთ სამეფო ოჯახების ინტრიგები და სასახლის საინტერესო ისტორიები, ჩვენ რამდენიმე სერიალს შემოგთავაზებთ, რომლებიც ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაყვანინებენ საღამოებს.
#1 გვირგვინი / The Crown
2017 წლიდან მსოფლიო გიჟდება სერიალზე, რომელიც ინგლისის დედოფლის, ელისაბედ მეორეს ყოველდღიური ცხოვრების ისტორიას გვიყვება - გვირგვინის დადგმიდან ტრაგიკულ დღეებამდე. პირველ და მეორე სეზონში დედოფლის ახალგაზრდობას კლერ ფოი ანსახიერებს, მესამეში კი, რომელიც უკვე ასაკოვანი მონარქის ინტიმურ ცხოვრებას ეხება, ოლივია კოლმანი გვევლინება.
#2 ტიუდორები - The Tudors
ფიქრობთ რომ იცით ისტორია? არა, თქვენ მხოლოდ ის იცით, თუ როგორ მთავრდება ის. მთლიანი არსის გასაგებად უნდა დაუბრუნდეთ დასაწყისს. "ოქროს გლობუსის" მქონე სერიალი ცნობილი მონარქის, ჰენრი მერვეს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იყო ერთდროულად ქარიზმატული და სასტიკი. საინტერესოა ანა ბოლეინის პერსონაჟიც.
#3 ეკატერინე დიდი - Catherine the Great
ეკატერინე მეორეს ცხოვრების უკანასკნელ წლებს ლეგენდარული ჰელენ მირენი ანსახიერებს. ამ მონარქის ცხოვრება სავსე იყო სკანდალებით. აღსანიშნავია, რომ სერიალი კოსტიუმების ნამდვილ ეპოპეას წარმოგვიდგენს. მხოლოდ 60 სამოსი სპეციალურად ჰელენ მირენისთვის შეიქმნა. ზოგიერთი მათგანი 15 კილოგრამს იწონიდა.
#4 ვერსალი - Versailles
სერიალი ლუდოვიკო მე-14-ს მეფობის პერიოდს ეხება. ის ფოკუსირებას ახდენს 28 წლის მონარქის ბრძანებაზე - აიგოს ვერსალის სასახლე. სერიალი საუცხოო მუსიკალური გაფორმებით ხასიათდება.
#5 სამეფო / Reign
წარმოიდგინეთ, თითქოს სერიალი "ჭორიკანა" (Gossip Girl) წარსულ დროში გადაიტანეს. სიუჟეტი საფრანგეთში დედოფალ მარია სტიუარტის მმართველობას ეხება - მის ტრაგიკულ და რომანტიკულ ისტორიას.
#6 ვიქტორია / Victoria
ცნობილი როგორც ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მმართველი. დედოფალ ვიქტორიას ჰქონდა ბედისწერა, რომელიც რომანებს იმსახურებს. სერიალი მის ადრეულ წლებზე ფოკუსირდება.