ოცნებობთ მდიდრულ სახლზე მდინარის პირას? მიიღეთ ინსპირაცია ჰოლივუდის ვარკსვლავის, ბენ აფლეკის ბერძნული ააღორძინების ხანის სტილის სახლისგან. სახლის გარდა, ტერიტორიაზე დასასვენებელი კოტეჯი და სასტუმრო სივრცეა. უძრავი ქონება მდებარეობს კუნძულ ჰემპტონზე, ჯორჯიას შტატში, რომლის ღირებულებაც 7.6 მილიონი დოლარია.
სახლში 3 საძინებელი, 4 სააბაზანო და ვერანდაა პანორამული ხედით მდინარეზე. შიგნით თეთრ ტონალობაში გადაწყვეტილი სახლი დიდი ფანჯრებით გამოირჩევა.
ინტერიერი ბერძნულ სტილს იმეორებს: ბუხრები მდიდრული თაღებით, მაღალი ჭერი, ფიჭვის იატაკი, ვინტაჟური ჭაღები და ავეჯი, ხის სამზარეულო....
ტერიტორიაზეა ორსართულიანი ხის კოტეჯი საძინებლებით.
აქედან გასეირნების შემდეგ სტუმრებისთვის განკუთვნილი სახლი მოსჩანს ზაფხულის სეზონისთვის.