დეველოპერულ კომპანია „რედკოს“ და საქართველოს ბანკს ერთობლივი აქცია აქვთ. აქციის ფარგლებში კომპანია „რედკო“ მომხმარებელს გარემონტებულ ბინებს ახალი გუდაურის აპარტოტელების ქსელებში, თეთრი კარკასის ფასად სთავაზობს. საქართველოს ბანკისგან კი ის მომხმარებელი, რომელსაც სურს ინვესტიციის სახით უძრავი ქონების შეძენა მიიღებს საინვესტიციო, გამარტივებულ იპოთეკურ სესხს ლარში ან სხვა ტიპის სესხს.
რას ნიშნავს აპარტ-ოტელი?
უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ღირებული ინვესტიციაა, რომლის განხორციელებაც ადამიანს შეუძლია. საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ბინების ფასიც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ ადგილებში ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეველოპერებმა შექმნეს უძრავი ქონების სრულიად ახალი ტიპი - აპარტოტელი, რომელიც ორი კონცეფციის - საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს ერთგვარი შერწყმაა. ეს არის თქვენი სახლი კურორტზე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. განვითარებულ ქვეყნებში აპარტოტელების სისტემა კარგად განვითრებული და აპრობირებულია. უამრავ საკურორტო ზონაში სასტუმრეობისა და სახლების რაოდენობას აპარტოტელებიც არ ჩამოუვარდება.
აპარტოტელში სტუმრებს საშუალებს აქვთ ისარგებლონ სასტუმროს სერვისებით, როგორიცაა რეცეფცია, კონსიერჟი, დასუფთავება და ა.შ. იმ პერიოდში კი, როცა მფლობელი თავად არ სარგებლობს ბინით, მმართველი კომპანია მის გაქირავებაში ეხმარება. ამასთანავე, მმართველი კომპანია მფლობელებს საკუთარი ბინის გამოყენებაში პრაქტიკულად არ ზღუდავს. მეორე მხრივ, კომპლექსური მომსახურების სანაცვლოდაც გაქირავებიდან შემოსული თანხიდან გარკვეულ საკომისიოს იტოვებს.
ყველაზე კარგი ინვესტიცია უძრავი ქონების შეძენაა, რომელსაც გააქირავებ და მიიღებ დამატებით შემოსავალს. გუდაური წლებთან ერთად სულ უფრო პოპულარული კურორტი ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ნაყიდი ბინის ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რას სწორად განხორციელებული ინვესტიციაა.
„რედკო" ზრუნავს მომხმარებლებზე და გამუდმებით სთავაზობს მათ სიახლეებს განვითარებად კურორტებზე. ახლა კი ამას პარტნიორ ბანკთან ერთად გააგრძელებს. გენერალური გეგმის მიხედვით, რედკო გუდაურში 26 კომპლექსს აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, „რადისონ ბლუ გუდაურს“. ასევე, 2020 წლის გაზაფხულისთვის რედკო გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად რედკომ 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო“ - აცხადებენ რედკოში.
დეველოპერული კომპანია რედკოსა და საქართველოს ბანკის ერთობლივი აქცია ძალაშია ოქტომბრის ბოლომდე.