ბევრი ფილმი და წიგნი გვანდომებს რამდენიმე საათით მყუდრო მატარებელში მოვთავსდეთ და საოცარი ხედებით დავტკბეთ. მსოფლიოში მსგავს ინსპირაციის წყაროდ ბევრი რკინიგზის სადგური და მატარებელი გვევლინება. წარმოგიდგენთ საუკეთესოებს, რომლებიც შესაძლოა აღვიქვათ როგორც სასტუმროები ბორბლებზე:
#1 ვენეციის ექსპრესი
პარიზიდან ვენეციაში მიმავალი ეს მატარებელი სტუმრებს წინა საუკუნის ატმოსფეროს შეუქმნის. ვაგონები არტ-დეკოს სტილში, ხითაა გაფორმებული. რესტორანი ფრანგული კერძებით ხასიათდება.
#2 საპრეზიდენტო
"საპრეზიდენტო მატარებელი" ქალაქი პორტოდან ღვინის რეგიონში მიემართება. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ კულინარიული შედევრები და მიირთვან უგემრიელესი ღვინო.
#3 აღმოსავლეთის ექსპრესი
მწვანე და ოქროსფერი ფასადის მიღმა ვინტაჟური დეკორი და აზიის გავლენა იმალება. ტური მოიცავს სინგაპურს და კუალა ლამპურის დათვალიერებას.
#4 "ანდების გზამკვლევი"
სამხრეთ ამერიკის ეს მდიდრული მატარებელი ანდებს დაგათვალიერებინებთ. ის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ოთახები ძალიან კომფორტულია და შეგიძლიათ რელაქსაციისთვის სპასაც მიმართოთ.
#5 მაჰარაჯა ექსპრესი
ამ მატარებლის მეშვეობით კი ინდოეთს და მის ულამაზეს ხედებს დაათვალიერებთ. მდიდრული მატარებელი გაივლის ტაჯ მაჰალს, გვალიორის ტყეს, წმინდა ქალაქს ბენარესს და აშ. ვაგონები გაფორმებულია ინდურ სასახლეთა სტილში. რესტორანში კი ლოკალური სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებიან.
#6 როვოს მატარებელი, აფრიკა
გსურთ დაათვალიეროთ სამხრეთ აფრიკა, ცნობილი და გასაოცარი კეიპ-თაუნი, აფრიკული ბუნება? თანამედროვე კომფორტით აღჭურვილი ეს მატარებელი ამას საუკეთესოდ გპირდებათ.
#7 ბელმონდის სამეფო მატარებელი
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული მატარებელი მსოფლიოში. სპა, ბარი, პირადი აბაზანა, შთამბეჭდავი ბუნება და შოტლანდიის მთები - აქ ყველაფერია სრულფასოვანი მოგზაურობისთვის.
#8 7 ვარსკვლავი
კუიუშუში მიმავლებს ფანჯრიდან დანახული აუცილებლად ჰიპნოზს დაგმართებთ, ალუბლის ხეებით. ამ მატარებელს მხოლოდ 28 მგზავრი გადაჰყავს. აქ შერწყმულია დასავლური და იაპონური დეკორი და იაპონიის ულამაზეს მხარეს დაგათვალიერებინებთ.