სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „მარშალ დეველოპმენტი“ 2018 წლიდან ბაზარზე ოპერირებს. იგი დღესდღეობით „მარშალ გუდაურის“ სახით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს გუდაურის ცენტრში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ნუცა ხიდირბეგიშვილის თქმით, “მარშალ დეველოპმენტის” მიზანია, პროექტი პოზიციონირებდეს, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსად და დააკმაყოფილოს ტურიზმის მაღალი მოთხოვნები.
რატომ შეირჩა გუდაური „მარშალ დეველოპმენტის“ პირველი პროექტის ადგილმდებარეობად? რით გახდა კურორტი კომპანიისთვის საინტერესო ათვლის წერტილი საქმიანობაში?
გუდაური ერთ-ერთი წამყვანი და ინვესტიციის თვალსაზრისით საინტერესო კურორტია საქართველოში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ტურისტების სიუხვითა და ტრანზიტული გადაადგილებით გამოირჩევა.
იგი დედაქალაქიდან, ასევე თბილისის აეროპორტიდან სულ რაღაც 100 კმ-ში მდებარეობს, რაც ასევე ძალიან ხელსაყრელი ფაქტორია როგორც ტურისტებისთვის, ასევე თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
კურორტს აქვს დიდი პოტენციალი, განვითარდეს და სახელი მოიხვეჭოს მსოფლიო სამთო-სათხილამურო კურორტთა შორის. დაშვებულია ჰელისკი და დიდი პოპულარობით სარგებლობს პარაპლანის მოყვარულებში. ყველა უპირატესობის გათვალისწინებით, კომპანიამ გუდაურში მაღალბიუჯეტური ინვესტიციის განხორციელება გამართლებულ გადაწყვეტილებად მიიჩნია.
გვიამბეთ „მარშალ გუდაურის“ პროექტის შესახებ. რა გამოარჩევს კომპლექსს?
შენობა მისი ლოკაციის, სამშენებლო-ტექნიკური სპეციფიკაციების, თანამედროვე დიზაინისა და ხარისხის გათვალისწინებით, პრემიუმკლასის რეზიდენციას განეკუთვნება, რითაც მის მცხოვრებლებს საშუალება ეძლევათ, შეიქმნან მაქსიმალური კომფორტი შინიდან გაუსვლელად.
პროექტში განთავსებული იქნება ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: რესტორანი, მარკეტი, აფთიაქი, აუზი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი და სხვა. პროექტს აქვს SKI IN და SKI OUT-კონცეფცია, რომელიც ასევე ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის.
საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ბლოკის მშენებლობა 2020 წლის მაისში დასრულდება და ბინები სრული რემონტის კონდიციით მფლობელს ჩაბარდება.
რამდენად ხელმისაწვდომია შეძენის პირობები?
პროექტი „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ეს ფაქტორი ჩვენს პოტენციურ კლიენტს ხელს უწყობს, იპოთეკური სესხის გაკეთების სურვილის შემთხვევაში, არსებულ ბანკში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლოს. ასევე, მოქმედებს სხვა, საკმაოდ მოქნილი და კომფორტული გადახდის პირობებიც.
აღსანიშნავია, რომ ვთანამშრომლობთ კომპანია wehost-თან, რომელიც ბინის მფლობელის სურვილის შემთხვევაში, თავის თავზე აიღებს გაქირავებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. საკომისიო კი მხოლოდ 15%-ს შეადგენს, რაც ჩვენი პოტენციური კლიენტებისთვის ძალიან საინტერესო პირობაა.
როგორ უწყობს კომპანია ფეხს სამშენებლო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს?
ქვეყანაში სამშენებლო სფეროს განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა უპირველესად მეტი ხარისხის, სერვისისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. „მარშალ დეველოპმენტი“ ყველა ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის გათვალისწინებით, ქმნის პრემიუმკლასის პროდუქტს, რომელიც სრულ თანხვედრაშია ცხოვრების დღევანდელ რიტმთან და აკმაყოფილებს თანამედროვე სამყაროში გაჩენილ ყველა მოთხოვნას.
როგორია „მარშალ დეველოპმენტში“ მომუშავე გუნდი?
„მარშალ დეველოპმენტის“ პოლიტიკიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება ეთმობა გუნდის სწორად შერჩევას. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფის მეშვეობით, კომპანია აშენებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსს, რაც ნდობისა და მომხმარებელთა ერთგულების მოპოვების გარანტიაა.
რით არის პირადად თქვენთვის საინტერესო გამოწვევა „მარშალ დეველოპმენტის“ გუნდის წევრობა?
კომპანიის დაარსების დღიდან, მას შემდეგ, რაც პროექტის განხორციელების იდეა დაიბადა, სრულად ჩართული ვარ „მარშალ დეველოპმენტის“ მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯში. ძალიან მიყვარს ეს საქმე და უკლებლივ ყველა თანამშრომლის მსგავსად, მეც საერთო წარმატების მისაღწევად ვშრომობ.
როგორია თქვენი სამუშაო დღე?
სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთულია და თან სდევს უამრავი გამოწვევა, ახლავს უდიდესი პასუხისმგელობა და მისგან გამოწვეული სტრესი, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესს.
როგორია „მარშალ დეველოპმენტის“ სამომავლო გეგმები?
მომავალი წელს პროექტ “მარშალ გუდაურს”, კიდევ ერთი შენობა შეემატება, შემდგომ კი კომპანია დედაქალაქში გეგმავს სხვა პროექტების განხორციელებას.