2019 წლის 7 სექტემბერს სავაჭრო ცენტრ „საბაში“ თანამედროვე ავეჯისა და აქსესუარების ახალი მაღაზია „მობლერი“ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე მოსულმა მომხმარებლებმა განსაკუთრებული ფასებით, შეთავაზებებითა და საჩუქრებით ისარგებლეს.
„მობლერი“ არის ავეჯისა და აქსესუარების ახალი ბრენდი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომ ფასად შეარჩიოს ავეჯი და აქსესუარები გემოვნებიანი ინტერიერის მოსაწყობად.
„მობლერში“ წარმოდგენილი კოლექციების დიზაინი იქმნება ევროპაში და იწარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - რაც ნებისმიერი ინტერიერისთვის შესაბამის ავეჯს განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის.
„მობლერი“ არის მაღაზია, სადაც წარმოდგენილია ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებზე დაყრდნობით შექმნილი ავეჯისა და აქსესუარების მუდმივად განახლებადი კოლექციები ხელმისაწვდომ ფასად.
„მობლერი“ საერთაშორისო კორპორაცია აი სი არი“-ს ავეჯის მიმართულების მე-5 პროექტია. ბრენდის პირველი მაღაზია სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ 1 სექტემებრს გაიხსნა.
„მობლერი“ გახლავთ ახალი ბრენდი, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს თანამედროვე ავეჯსა და აქსესუარებს. ჩვენთან წარმოდგენილი კოლექციების დიზაინი შექმნილია ევროპაში და იწარმოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ გამორჩეული ავეჯი და აქსესუარები მათი ინტერიერისთვის - ხელმისაწვდომ ფასად“, – აღნიშნა ICR-ის ავეჯის მიმართულების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ტყაბლაძემ.