დღეს, 21-ე საუკუნეში, ყველას გვინდა ვცხოვრობდეთ ქალაქის გულში, სადაც ყველაფერი მაქსიმალურად ახლოს არის ჩვენს სახლთან, რადგან ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, თანამედროვე სამყაროს ადამიანისთვის დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ როდესაც ჩვენი მკითხველი გაეცნობა m2-ის ახალ განზომილებას m3-ის სახით, მათი გულიც ისე აძგერდება, როგორც ჩემი. გაახსენდება იტალიური ეზო და გონებაში დაიწყებს კლასობანას თამაშს, ისე, როგორც ადრე.
„გვინდოდა, ისეთი უბანი შეგვექმნა, სადაც მცხოვრებლები ბინებში არ გამოიკეტებოდნენ და ექნებოდათ მრავალი სივრცე შეხვედრებისთვის. გვაქვს ამბიცია, რომ ეზოს კულტურა გავაცოცხლოთ“, − განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნინო რუხაძემ, m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. როგორია სახლი, რომელიც ბინაზე მეტია? − პასუხებს ჩვენს ინტერვიუში იპოვით.
რას ნიშნავს პროექტი m3?
2024 წლისთვის ჩვენი ქალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. სწორედ ასეთია „m2 უძრავი ქონების“ ახალი გამოწვევა, რომელსაც ახალი პროექტით ქალაქში ცხოვრების ახალი სტანდარტის დამკვიდრებისა და დეველოპერული ტრადიციების გადახალისების ამბიცია აქვს. ეს გეგმა m3ია − დეველოპმენტის ახალი განზომილება, საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე, რომლის პირველი საძირკველიც 2019 წლის ზაფხულში უკვე გაიჭრა.
თანამედროვე ადამიანს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ბინა. მას სურს მეტი! სურს, სასეირნოდ ფართო ბორდიურები, მოსასვენებლად ლამაზი, ადაპტირებული და მოწესრიგებული ეზოები, მეტი გამწვანება და სარეკრეაციო სივრცეები, დამატებითი კომფორტის ელემენტები მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. სწორედ ამ მოთხოვნებმა წარმოშვა ახალი უბნის იდეა და სწორედ ამ იდეას ემსახურება პროექტის სრულიად ახალი და ინოვაციური კონცეფცია.
m3 − ეს არის დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური, ახალი ხედვა. ის მიმზიდველია როგორც პროდუქტის მხრივ, ასევე მომსახურების თვალსაზრისითაც. ეს არის ახალი, მასშტაბური პროექტი m2-ისგან. ამ შემთხვევაში კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას უბნის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის აჩქარებული ქალაქის რიტმს და მის გამოწვევებს. ახალი პროექტი მომხმარებელს ბინის გარეთ, ურთიერთობებზე და კომფორტზე მორგებულ ცხოვრებას სთავაზობს.
მეტი, ვიდრე მხოლოდ საცხოვრებელი უბანი...
ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა შინაარსობრივად მეტად დატვირთული სამუშაო გასწიეს. მათ შეისწავლეს არა მხოლოდ მომავალი უბნის ტერიტორია, არამედ მთლიანი ქალაქი − მისი არქიტექტურა, განაშენიანების გეგმა და ცხოვრების სტილი. ფეხით მოიარეს თბილისის ძველი და ახალი უბნები, ნანახს კი ინსპირაციისთვის იყენებდნენ. ყოველ სამუშაო შეხვედრაზე განახლებული იდეებით გვიბრუნდებოდნენ, გვიყვებოდნენ გადაწყვეტილებების შესახებ და ახალ იდეებს იქვე, ჩანახატების სახით წარმოგვიდგენდნენ. შედეგად, მივიღეთ იდეალურად დაგეგმილი და კონცეპტუალურად შეკრული ინოვაციური უბანი, სადაც ყველა კვადრატული მეტრი შინაარსიანად და სწორად იქნება გამოყენებული; აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სპეციალისტებისთვის თბილისის ლანდშაფტური და ურბანული თავისებურებების უკეთესად გასაცნობად, m2-მა კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივი კომპანია, HOUSE ART დაიქირავა, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს, კოჰაბიტაცია ამჯერადაც წარმატებულად შედგა.
როგორია „m3 საბურთალოს“ მთავარი უპირატესობები?
ახალ უბანს ძალიან ბევრი უპირატესობა ექნება: სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის გარე და შიდა გასართობი ზონები და სათამაშო მოედნები, დასაქმებულთათვის − საერთო სამუშაო სივრცეები, დამატებითი კომფორტისთვის ასევე მოეწყობა სამრეცხაოები. იმ შემთხვევაში, თუ ბინაში საკმარისი ფართი არ გაქვთ ან ფიზიკურად ვერ ახერხებთ გამასპინძლებას, მოეწყობა სტუმრების მისაღები სივრცეები. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით და სამეზობლოში სპორტული აქტივობების წასახალისებლად, აშენდება დახურული ტიპის სპორტული ობიექტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. თავის მოვლის, გასართობი, სავაჭრო და მოსასვენებელი სივრცეები, სარეკრეაციო ზონები, საპიკნიკე ადგილები და სივრცეები შინაური ცხოველებისთვის.
რომელია ყველაზე განსხვავებული და მთავარი მახასიათებელი, რითაც ამაყობთ m3-ის პროექტის შემთხვევაში?
ვფიქრობ, მთელი კომპლექსის მარგალიტი, 14000 კვადრატული მეტრი ფართობის პარკი იქნება, რაც ჩვენი ახალი პროექტისთვის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია. თუ 20-30 წლის წინ მთავარი მოთხოვნა მხოლოდ ჭერი და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები იყო, დღეს გარემო შეიცვალა და ჩამონათვალში სარეკრეაციო სივრცე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ცხოვრების თანამედროვე ტემპიდან გამომდინარე, ადამიანებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რომ მწვანე გარემო, სოციალიზაცია და ფიზიკური განტვირთვა საცხოვრებელთან ახლოს, საკუთარი ბინის კარის მიღმა შეეძლოთ. არსებულ მიმართულებას m2 მაქსიმალურად ავითარებდა წინამორბედ კომპლექსებში, თუმცა გელოვანის უბანთან მიმართებით კონცეპტუალურად სრულიად განსხვავებულ ხედვასა და მასშტაბს გვთავაზობს.
პრაქტიკული დეტალებიც რომ არ დაგვავიწყდეს: რამდენად ითვალისწინებს დასრულებული პროექტები ზოგადად მოქნილობას მომხმარებლების მოთხოვნასთან დაკავშირებით და როგორ იქნება ეს უზრუნველყოფილი ამ კონკრეტულ პროექტში?
დეველოპმენტში, განსაკუთრებით ახლა, მთავარი საზრუნავი და ყურადღების ობიექტი არის ადამიანი. როგორც გითხარით, m2-ის მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო. როდესაც გელოვანის პროექტზე დავიწყეთ ფიქრი, ავტომატურად დავიწყეთ ფიქრი ადამიანზე, მის საჭიროებებზე და სურვილებზე. იმაზე, რაც ყველა ჩვენგანს სჭირდება. ეს პროექტი სწორედ ამ საჭიროებებს მოვარგეთ. სახლი, რომელიც ბინაზე მეტია – ეს გახლავთ ჩვენი მთავარი გზავნილი. სიახლე ასევე იქნება ის, რომ თუ აქამდე იყო ბინა დასრულებული რემონტითა და ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულოთი, ახლა მომხმარებელს ეძლევა საშუალება სურვილის შემთხვევაში აირჩიოს ავეჯის, დეკორისა და დამატებითი ტექნიკის კომპონენტი. თანამედროვე დროში ადამიანების გემოვნება და მოთხოვნები სწრაფად იცვლება, ამიტომ ჩვენც არ უნდა მოვდუნდეთ და ამ პროცესს ფეხი ავუწყოთ. შესაბამისად, სისტემატურად ვატარებთ ბაზრის კვლევას, ვესწრებით საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამშენებლო გამოფენებს, ახალი უბნის ბინების რემონტების ტიპები 3000-ზე მეტ მომხმარებელთან ურთიერთობის შედეგად დადგინდა. შეიქმნა სრული სურათი, რომელმაც კომპანიის დიზაინერებს დაანახა, თუ რას ითხოვს თანამედროვე ადამიანი, რომელია მათთვის სასურველი ფერი, ფაქტურა, მასალის ტიპი და ა.შ. ამ კვლევის საფუძველზე დიზაინერებმა ხუთი უნივერსალური რემონტის დიზაინი შექმნეს. ხუთივე რემონტი განსხვავებულია, როგორც ფერთა გრადაციის მხრივ, ისე შინაარსობრივადაც. დიზაინერებმა მათ სახელებიც მიანიჭეს: მუსკატი, ჯინჯერი, დარიჩინი, ვანილი და ფისტაჩიო. თუმცა მერწმუნეთ, ეს მოგზაურობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
ეს მხოლოდ დასაწყისია...