„ჩემი სახლი − ჩემი ციხესიმაგრეა“ − გამონათქვამი, სახლის, როგორც მყუდრო თავშესაფრის, მნიშვნელობას, სივრცეში მობინადრის სრულ ძალაუფლებას და მისი თავისუფალი ნების არსებობას გულისხმობს. კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, პიროვნული თვისებების გამოხატვის საშუალებას კი სახლში ინტერიერი იძლევა. ხელოვნების მძლავრი განშტოება − დიზაინი, რომელიც თითოეული ნივთით საუბრობს და ერთიან სურათში ამბობს სათქმელს.
2019 წლის იანვრიდან, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 40 ნომერში, 1000 კვ.მეტრ ფართზე სამ სართულზე განლაგებული ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმის, Castello-ს გახსნამ, ქართველ მომხმარებელს ერთიან სივრცეში სახლის ავეჯის მრავალფეროვანი კომბინაციების ხილვის შესაძლებლობა მისცა.
უნიკალური და თანამედროვე, ამერიკული ლოფტის ტიპის მულტიბრენდული შოურუმი თავისი კონცეფციით იტალიის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წამყვანი ავეჯის მწარმოებლების ნაწარმს აერთიანებს. კოლექციებში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული დიზაინის კორიფეთა ნამუშევრები, როგორიცაა რიკარდო ლუკატელი, რომელიც წლების განმავლობაში ბოჰემური იტალიური ReflexAngelo-ს მთავარი დიზაინერი და გენერალური დირექტორია; სახელგანთქმული ჰოლანდიელი მაესტრო მარსელ ვანდერსი, დიზაინის მოდის კანონმდებელი პიერო ლისსონი, კარლო კოლომბო და მრავალი სხვა...
„კასტელოს“ თავდაპირველი ამოცანა, ერთი მხრივ, ზემოხსენებულ დიზაინერთა ავეჯის ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ სრულფასოვანი თანამედროვე ავეჯის მულტიბრენდული შოურუმის დაარსება იყო, სადაც ცალკეული ავეჯის გარნიტურების ნაცვლად, დიზაინერულ დონეზე წარმოდგენილი იქნებოდა მთლიანი სახლის საცხოვრებელი პროგრამები, ყველა თავისი კომპონენტით. მაგალითად, მისაღები ოთახი, დაკომპლექტებული მაგიდით, სკამებით, კონსოლით, სარკითა თუ კუთხის მოსასვენებელი დივნებით, ეს ყველაფერი კი განლაგებული შესაბამისი განათების ქვეშ და აუცილებლად აქსესუარებით, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონოდა სწორად წარმოედგინა აღნიშნული დიზაინი და მისი შესაძლებლობები საკუთარ ინტერიერში.
„კასტელოს“ მორიგ უპირატესობას, მრავალფეროვანი აჩევანის გარდა, მოქნილი საფასო პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლის მოლოდინზეა ორიენტირებული. აქ ფასები სასიამოვნოდაა სეგმენტირებული. ცალკე აღნიშვნის ღირსია მომხმარებელთა ინდივიდუალურ სურვილებზე დამყარებული შეკვეთის გაფორმების შესაძლებლობაც, სადაც აქცენტი გამახვილებულია ამა თუ იმ მოდელის თითოეულ ელემენტზე – იქნება ეს ქსოვილი, კონფიგურაცია, ფეხი, ზედაპირი, ფერი, ზომა და ყველა სხვა დეტალი. შოურუმში ფუნქციონირებს საგანგებოდ გამოყოფილი ლაუნჯი, სადაც თავმოყრილია შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელი სპესიმენების 550-ზე მეტი ნიმუში (ლაკირებული და მქრქალისებრი ტოპები, ხის ზედაპირები, მეტალის, მარმარილოსა და ქსოვილების ნიმუშები), თითოეულ მათგანში პროფესიულ დონეზე გასარკვევად დაგეხმარებიან „კასტელოს“ გამოცდილი კონსულტანტები კატალოგებისა თუ ელექტრონული პროგრამების დახმარებით. ერთი სიტყვით, შეკვეთის გაფორმება აქ საინტერესო, სასიამოვნო და ამავდროულად, კომფორტული პროცესია.
აღსანიშნავია, რომ „კასტელოს“ გუნდი ახალგაზრდა, ნიჭიერი და თამამი დიზაინერებით არის დაკომპლექტებული. ამავდროულად, იგი აერთიანებს ტრენდული ავეჯის გაყიდვების სეგმენტში სოლიდური გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც სამუშაო პროცესში დაგროვილი ცოდნის მეშვეობით, თამამად იმპროვიზებენ და ამისგან სიამოვნებას იღებენ. შესაბამისად, ავეჯის დასათვალიერებლად თუ შესაძენად, შოურუმში მისული მომხმარებელი ხვდება საინტერესო, ჯადოსნურ სამყაროში, რომელშიც მოდისა და ტრენდის, აქცენტისა თუ სტილის კანონმდებელი მხოლოდ დიზაინია. „ჩვენთან სტუმრად მოსული მომხმარებლები ავეჯის შერჩევისა და შეძენის პარალელურად, საინტერესო გამოცდილებასაც იღებენ“, − აცხადებენ Castello-ში. სწორედ ეს მიზანი დაისახეს თავის დროზე Castello-ს ტოპმენეჯერებმა და დამფუძნებლებმა, რომლებსაც თანამედროვე ავეჯის რეალიზაციის სფეროში არსებული 8-წლიანი გამოცდილების გარდა, მონაწილეობა აქვთ მიღებული ქართულ ბაზარზე მოქმედი არაერთი წარმატებული კომპანიის ფორმირებაში.
მართალია, „კასტელო“ ჯერ სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა, თუმცა მისმა გუნდმა დროის მცირე მონაკვეთში გადადგმული თამამი ნაბიჯებისა და სერვისის წყალობით, ქართველი მომხმარებლის გარკვეული ლოიალობის მოპოვება შეძლო. მიზეზი ბრენდის დინამიკისა და ხარისხიანი ასორტიმენტის სწორი შეთავაზებაა. მიმდინარე წლის აპრილში „კასტელოს“ გუნდის ხუთკაციანი დელეგაცია მილანის საერთაშორისო გამოფენაზე (Salone del Mobile Milano) იმყოფებოდა, სადაც გაფორმდა შესაბამისი კონტრაქტები და მიმდინარე წლის ბოლომდე ოთხი ახალი ბრენდი შეემატება შოურუმს. მათ შორისაა სეგმენტის ნოვატორი, იტალიური Altacom, რომელიც ტრანსფორმირებადი ავეჯის წარმოების სფეროში დღეისათვის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ლიდერია. მისი პროდუქცია გამოირჩევა როგორც დახვეწილი დიზაინით, ისე პრაქტიკულობითა და ეფექტურობით. მაგალითად, მცირე ზომის ჟურნალის მაგიდა თავისუფლად ტრანსფორმირდება 12-კაციან სასადილო მაგიდად, რაც თავის მხრივ შესაბამის მოდელს მრავალფუნქციურსა და ბესტსელერ პროდუქტად აქცევს. „კასტელოს“ მენეჯერების განცხადებით, დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, შოურუმში უკვე გამოკვეთილია არაერთი მოთხოვნადი მოდელი, რომლებიც მუდმივად ადგილზე სტოკშია. მოდელებმა, ფაქტობრივად, გაუძლეს მოდას და ჯინსის ცნობილი მარკის, „ლევისის“ მსგავსად, მუდმივ ტრენდად დაიმკვიდრეს თავი.
ამ ეტაპზე „კასტელოს“ შოურუმში პრემიუმკლასის ავეჯის 35-მდე საცხოვრებელი პროგრამაა წარმოდგენილი − მისაღები ოთახების, სასადილო თუ საძინებლის კომპლექტაციების, რბილი ავეჯის (სავარძლების, დივნებისა და კუთხის დივნების), დრესუარების თუ ტელევიზორის სადგამების სახით. თანამედროვე ტიპის ავეჯის გარდა, შოურუმში მცირე დოზით ასევე ადგილი ეთმობა კლასიკური ტიპის კომბინაციებსაც, თუმცა კატალოგებით და ონლაინრეჟიმში, გაცილებით დიდი ასორტიმენტის შეთავაზების შესაძლებლობა არსებობს. ადგილზეა ტრენდული ხალიჩები, შუშისა და მეტალის მრავალფეროვანი აქსესუარები, ჭაღები, ტორშერები, მაგიდის სანათები; მყიდველს კომპანია კედლის ექსკლუზიურ ინსტალაციებსა და შპალერსაც სთავაზობს (როგორც საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის, ისე სველი წერტილებისთვის განკუთვნილ წყალგაუმტარ შპალერსაც, ჰოლანდიელი დიზაინერის, მარსელ ვანდერსის დიზაინით), რომელიც ვიზუალურად საკმაოდ ეფექტური და კრეატიულია. ამავდროულად, „კასტელოს“ მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხა კაფელ-მეტლახზე და სანაცვლოდ მიიღოს ულამაზესი, კრეატიული კედლის დიზაინი. ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა კორპორაციული კლიენტებისთვის (რესტორნები, სასტუმროები, ოფისები და სხვა).
კოლექციის განახლება შოურუმში წელიწადში 2-3 ჯერ იგეგმება და აქ არსებულ ნებისმიერ ავეჯს მომხმარებელი შეკვეთიდან 2-3 თვის შუალედში მიიღებს. პროდუქციის ადგილზე უფასოდ ტრანსპორტირება-მიწოდების გარდა, ღირებულებაში მონტაჟიც შედის.
2019 წლის სექტემბრიდან „კასტელოს“ გუნდს ე.წ. ტრანსფორმირებადი ავეჯის, პრემიუმკლასის მარტასებისა და ახალი, ექსკლუზიური ტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალზე საინტერესო განათების შემოტანა აქვს გადაწყვეტილი. ასორტიმენტის სიმრავლემ კი დღის წესრიგში წარმოშვა დამატებითი სავაჭრო სივრცის მიმატების იდეა. შესაბამისად, არსებულ შენობას უკანა მხრიდან დამატებითი, 2000 კვ.მ. ფართის სივრცე შეემატება, რის შედეგადაც უკვე მომავალი 2020 წლიდან „კასტელო“ განაგრძობს ფუნქციონირებას და მომხმარებლის გაკვირვებას, მათთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებას გაცილებით დიდი ფართობის, 3000 კვ.მ.-ის ახალ შოურუმში.
ავეჯს ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ირჩევს და იგი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს როგორც მისი ხასიათის შტრიხებს, ასევე განწყობებს. „კასტელოს“ ძლიერი მხარე სივრცის სწორად დაგეგმვაში მხარდაჭერა და მაქსიმალურად კომფორტული სერვისის შეთავაზებაა, რომელიც ავეჯის შეძენას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. ავეჯის, რომელიც იმდენად უნიკალურია, რამდენადაც ადამიანის თითის ანაბეჭდი.