ავეჯის სახლი „აპოლო“ 10 წელია, რაც მომხმარებელს ერთგულად ემსახურება. ამ დროის განმავლობაში კომპანიის საქმიანობაში უამრავი ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის ევროპული ხარისხის ავეჯი მიეწოდებინა.
OK! Magazine Georgia „აპოლოს“ დირექტორს კობა დარჯანიას ესუბრა:
ავეჯის სახლი „აპოლო“ საკმაოდ დიდი ხანია, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა, რა გზა გაიარა ამ დროის განმავლობაში?
ავეჯის სახლი „აპოლო“ 2009 წელს დავაფუძნე და დღევანდელ დღემდე ძალიან შრომატევადი პერიოდი გავიარეთ იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შეგვეთავაზებინა.
კომპანიის ყველა წარმატება მაღალი დონის დანადგარების, ხარისხიანი მასალის, კვალიფიციური თანამშრომლებისა და მომხმარებელთა რჩევების ერთობლიობით იქნა მიღწეული. შეიცვალა და განახლდა საამქრო ევროპული სტანდარტის დანადგარებით და მოხდა მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება თურქეთისა და რუმინეთის წამყვან საამქროებში.
ძირითადად რა სახის ავეჯს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ვთავაზობთ, მისაღები ოთახის ავეჯს, საძინებლებს, სამზარეულოებს, მაგიდა სკამებს, საოფისე და რბილ ავეჯს.
ავეჯი მხოლოდ საზღვარგარეთიდან შემოგაქვთ თუ თქვენი დიზაინითაც ქმნით?
ავეჯს ვქმნით როგორც საკუთარი დიზაინით, ასევე ინდივიდუალური შეკვეთითაც. დიზაინების შერჩევა ხდება მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში გამართული ავეჯის გამოფენებიდან, სადაც ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ღებულობს მონაწილეობას, ხოლო შერჩეული მოდელების ანალოგის დამზადება ჩვენს მიერ, მაღალი სტანდარტის დანადგარების და ხარისხიანი მასალის დახმარებით, სირთულეს არ წარმოადგენს
ხარისხზე რომ გვესაუბროთ.
როგორც უკვე აღვნიშნე ავეჯის წარმოება ხდება უახლესი მოდელის დანადგარებით, ასევე წარმოების პროცესში გამოყენებული მექანიზმები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ორ წლიანი საგარანტიო პერიოდი. თუმცა შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენთან შეძენილი ავეჯი წლების მანძილზე ემსახურება მომხმარებელს დაზიანების გარეშე.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმებში წარმოების გაფართოება და ახალი მაღაზიების გახსნა შედის. ახლო მომავალში აღმაშენებლის ხეივანზე გახსნილ სავაჭრო ცენტრში დაემატება ჩვენი კიდევ ერთი ფილიალი. მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით ასევე იგეგმება ხის მასალით ავეჯის დამზადება, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში შეგვიკვეთოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით დამზადებული ავეჯი, რასაც ძირითადად საბავშვო ოთახების მოსაწყობად გამოიყენებენ.