მსოფლიოს გარშემო არსებობს ისეთი დიზაინის სასტუმროები, რომლებიც დიზაინით გალერეებს გვაგონებს. იშვიათი ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარული ავეჯი და ძველი ქანდაკებები - აქ ყველაფერი ამაღელვებლად მდიდრულია.
#1 Shangri-La, პარიზი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო პარიზის გულშია განთავსებული, ეიფელის კოშკიდან 600 მეტრში. სასტუმრო 1896 წელს აშენებულ შენობაშია, ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისწულის, პრინცი როლანდ ბონაპარტის ყოფილ რეზიდენციაში. ნომრების დეკორზე დიზაინერმა პიერ-ივ როშონმა იზრუნა. ინტერიერი სამეფო სასახლეს მოგვაგონებს და უმშვენიერესი ხედი ამშვენებს.
#2 Rome Cavalieri, A Waldorf Astoria, რომი
ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულია რომში. მასში 700 მილიონ დოლარად შეფასებული ხელოვნების ქმნილებები ინახება. აქ შეხვდებით ენდი უორჰოლის ნახატებს, ანტონიო ტანტარდინის სკულპტურებს, რუდოლფ ნურიევის მოზაიკას... ნომრების ინტერიერი მთლიანად ხელოვნების ნიმუშია. სასტუმრო სამი მიშლენის მფლობელ რესტორანსაც გთავაზობთ.
#3 Le Palais Art Hotel, პრაღა
ეს სასტუმრო ძველ სამეფო რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც 1897 წელსაა აგებული. ნომრებს ძველი ფრესკები აფორმებს. წარმოდგენილია ლე კორბიუზეს ორიგინალური გრაფიკული ნამუშევრები. აქ რეგულარულად იმართება გამოფენები.
#4 Four Seasons Hotel Firenze, ფლორენცია
ეს 5ვარსკლავიანი სასტუმრო ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, ქალაქის ყველაზე დიდი ბაღის მახლობლად. ორივე შენობა, რომლებშიც სასტუმროა განთავსებული, აღორძინების ეპოქას ეკუთვნის. ერთ-ერთი მათგანი კარდინალ ალესანდრო დე მედიჩის ეკუთვნოდა, მეორე კი მონასტერი იყო. სასტუმრო ნამვილად მუზეუმს მოგაგონებთ. ყველგან ძველი ფრესკები და ბარელიეფებია. ნომრები იშვიათი იტალიური ხელოვნების ნიმუშებითაა მორთული.
#5 The Dolder Grand, ციურიხი
აქ კი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ვხვდებით, რომელთა ფლობაც ბევრ მუზეუმს შეშურდებოდა. დერეფნებსა და ორი მიშლენის მქონე რესტორანში უორჰოლის, რენე მაგრიტის, ტაკასი მურაკამის, დალის და პისაროს ნამუშევრები მოგვჭრიან თვალს.