მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელი იუბილარია. სავაჭრო ქსელმა გადაწყვიტა 20 წლიანი მოღვაწეობის ისტორია შეაჯამოს და მომხმარებლები საინტერესო წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. 29 და 30 ივნისს იუბილესთან დაკავშირებით მთელი ქსელის მასშტაბით ორდღიანი ფასდაკლების აქციაა დაგეგმილი. გარდა ამისა ყოველი მეასე მომხმარებელი მიიღებს 100 ლარიან და 300 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერებს. 30 ივნისს, მოდუსის ოფიციალურ გვერდზე კონკურსის ფინალი გაიმართება, სადაც ორდღიანი ორკაციანი საგზური გათამაშდება გონიოში.
შეგახსენებთ, მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელი ბარზარზე წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტითა და შიდა წარმოებით. ასევე ქსელში წარმოდგენილია მულტიბრენდული ავეჯის მზა შოურუმები, საყოფაცხოვრებო ნივთები, დეკორატიული აქსესუარები, განათება, კარებისა და შპალერის ფართო ასორტიმენტი, სველი წერტილებისა და სააბაზანო აქსესუარების სრული კომპლექტი.
ასე, რომ დროა მოემზადოთ 29-30 ივნისს დაგეგმილი ფასდაკლებების აქციისთვის, მიიღოთ სასაჩუქრე ვაუჩერი ან გახდეთ ორკაციანი საგზურის მფლობელი და ზაფხულის ცხელი დღეები გონიოს სანაპიროზე გაატაროთ. ეს თქვენი შანსია.