ტელეწამყვანი, მსახიობი, პროდიუსერი, ფილანტროპი და მსოფლიოში პირველი შავკანიანი ქალი მილიარდელი - ეს ყველაფერი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ვარსკვლავს, ოპრა უინფრის უკავშირდება. ოპრამ პოპულარობა 80-იანების მეორე ნახევარში, ერთი შოუთი გაითქვა. 90-იანების ბოლოს კი მის გადაცემას უკვე ყოველი მეორე ამერიკელი უყურებდა. არაა გასაკვირი, რომ ბიუჯეტმა საშუალება მისცა 50 მლ დოლარი ღირებულების სახლი შეეძინა.
სახლი კალიფორნიაში, სანტა-ბარბარას სიახლოვესაა განთავსებული. დღეს ის უკვე 90 მილიონ დოლარადაა შეფასებული, რადგანაც 2018 წელს, შტორმის შემდეგ, უინფრიმ მისი რესტავრაცია უზრუნველყო. 170 კვადრატულ მეტრზე სახლი, აუზი, უზარმაზარი ბაღი და საჯინიბოა.
სახლში 10 სასტუმრო ოთახია, თითოეული აღჭურვილია ბუხრით. მართალია, ოპრა მხოლოდ ქმართან ერთად ცხოვრობს, თუმცა მას უამრავი მეგობარი ჰყავს, რომელთა შინ დაპატიჟებაც ძალიან უყვარს. საძინებლები 6 წყვილზეა გათვლილი.
სახლშია სამკითხველო დარბაზი, რამდენიმე საშინაო კინოთეატრი, 2 სასადილო და მდიდრული ჰოლი.