ალბათ ყველას მოუნდება ამ რესტორნებში ერთხელ მაინც მოხვდეს, რა თქმა უნდა თუ მზად ხართ მთელი ხელფასი აქ დატოვოთ...
#1 წყალქვეშა რესტორანი
Conrad Rangali Island, მალდივები
გაიცანით მსოფლიოს პირველი წყალქვეშა რესტორანი, რომელიც 5 მეტრის სიღრმეში მდებარეობს. პანორამული ხედი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ სადილი ან ვახშამი აქ 300 $ დაგიჯდებათ.
#2 Per Se
ნიუ-იორკი, აშშ
ცნობილი მზარეულის მყუდრო რესტორნიდან ხედი ქალაქის ცენტრალურ პარკზე გადის. აქ 19 მაგიდაა და მოთხოვნა დიდია, ამიტომ დაჯავშნა აუცილებელია.
#3 l'Hôtel de Ville
კრისიე, შვეიცარია
ამ სამი მიშლენის მფლობელ რესტორანს ყველაზე გავლენიანი ხალხი სტუმრობს. სადილი 400-მდე შვეიცარული ფრანკი დაგიჯდებათ.
#4 Alain Ducasse au Plaza Athénée
პარიზი, საფრანგეთი
ალენ დუკასის შემოქმედებას აღწერა არ სჭირდება. აქ საოცარი ფრანგული სამზარეულო, ფუტურისტული სავარძლები, ჭაღები, სარკეები, რელიქვიური ჭურჭელი დაგხვდებათ. 350 ევროს გადადება აუცილებელია.
#5 Guy Savoy
პარიზი, საფრანგეთი
არისტოკრატიული ინტერიერის და თანამედროვე ხელოვნების შერწყმა საოცარ შედეგს გვაძლევს. აქ მდიდრული დესერტებით გაგიმასპინძლდებიან.
#6 Masa
ნიუ-იორკი, აშშ
ეს იაპონური რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მთელ ამერიკაში. ადგილის დაჯავშნა 3 კვირით ადრე ხდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
#7 Kitcho Arashiyama Honten
კიოტო, იაპონია
კიოტოს სამზარეულოს ტრადიციების წარმომდგენი საუკეთესო რესტორანი არამხოლოდ მენიუთი აგვაღფრთოვანებს, არამედ ინტერიერითაც. იაპონური იდილიით ტკბობისთვის მინიმუმ 600 დოლარი გჭირდებათ.
#8 SubliMotion
იბიცა, ესპანეთი
ეს უნიკალური რესტორანი მხოლოდ 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მუშაობს. ცნობილია ვირტუალური რეალობის გამოყენებით, შთამბეჭდავი შოუებით და უჩვეულო კერძებით.