გასულ წელს, რიანა საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და ეს ფაქტი საიდუმლოდ შეინახა. 31 წლის მომღერალმა გადაწყვიტა ქალაქის საუკეთესო რაიონში ექირავებინა ბინა, რომელიც კვირაში 20 ათასი $ ღირს.
ოთხ სართულიან სახლში ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის: 7 საძინებელი და 5 აბაზანა, მისაღები ბუხრით, სამზარეულო მარმარილოთი, ტრენაჟორების დარბაზი და ტერასა, საიდანაც ქალაქზე ხედი იშლება. ინტერიერი თანამედროვე მინიმალისტურ სტილშია გაფორმებული.










				
				
				

                        
                                        
                                        
                                        

                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            
					