ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კაილი ჯენერმა მალიბუში გადაწყვიტა გარკვეული დროით ცხოვრება. პოპულარულმა მილიარდერმა იოლანდა ჰადიდის ყოფილი საცხოვრებელი შეარჩია, რომელშიც ყოველთვიურად 450 ათას დოლარს გადაიხდის.
აღსანიშნავია, რომ ყოფილმა მოდელმა სახლი 20 მილიონ დოლარად მას შემდეგ გაყიდა, რაც დევიდ ფოსტერზე დაქორწინებიდან მალევე, ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.
თვალი გადავავლოთ მდიდრული სახლის თვალისმომჭრელ ფოტოებს, რომლებიც ცხადყოფს, თუ რატომ გადადის საცხოვრებელი ერთი ცნობილი ადამიანის ხელიდან მეორე ვარსკვლავის ხელში.