იმისათვის, რომ შექმნათ საკუთარი ბაღი, აგარაკი სულაც არ გჭირდებათ. საკმარისია აივანი! როგორ უნდა მოვაწყოთ ყველაფერი მინიმალური სირთულით?
1. სინათლე
ჩამოყალიბდით, რა რაოდენობის სინათლე გჭირდებათ აივანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დააკვირდით, მზის სხივებს ხეები ხომ არ ეფარება, რომელ მხარეს გადის ფანჯარა... თუ ბუნებრივი სინათლე საკმარისია, შეგიძლიათ დარგათ მარწყვი, ლავანდა, სალათის ფოთოლი, ორეგანო, პიტნა თუ რეჰანი. თუ სინათლე ცოტაა, სიცოცხლეს შეძლებენ ლილიები, ბეგონიები, გვიმრები და კაქტუსები.
2. აირჩიეთ ქოთნები
მნიშვნელოვანია, მცენარეები შესაფერის ქოთნებში და კონტეინერებში დარგოთ, რათა საკმარისი წყალი მიიღონ. ქარიან რაიონებში უფრო ხშირი მორწყვაა საჭირო, ასევე საყრდენები, რომ არ დაზიანდნენ.
3. არ გამოიყენოთ ქუჩიდან აღებული მიწა
იყიდეთ შესაბამისი ნიადაგი. ის არაა ძვირადღირებული და სპეციალურად საშინაო მცენარეებისთვისაა განკუთვნილი.
4. არ გადააჭარბოთ წყლის დოზას
თუ მცენარე ძალიან ბევრ წყალს იღებს, შეიძლება გახმეს, ამიტომ, ნუ გაგიტაცებთ მორწყვა. დაიცავით ნორმები.
5. მოუარეთ
აივნის ბევრ მცენარეს შესაძლოა დამატებითი ან განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდეს. ეს უნდა გაარკვიოთ, ვიდრე იყიდით და დარგავთ.