პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შემდეგ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა. მონაწილეებს რეკონსტრუქციის იდეები უნდა წარმოედგინათ. მათგან რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო და უჩვეულოა.
კრისტალის საოცრება
იტალიელმა არქიტექტორებმა მასიმილიანო და დორიანა ფუკსასებმა თანამედროვე სახურავი კრისტალისგან შექმნეს, რომელიც ღამით გაანათებს.
ოქროს ხანძარი
ფრანგმა დიზაინერმა მატიე ლეანერმა შემოგვთავაზა აღადგინონ არა ის, რაც 150 წლის წინ იყო, არამედ ახალი მოვლენით, ხანძრით მიიღონ შთაგონება.
"მომწონს იმის ფიქრი, რომ მომენტის გაყინვა შეგვიძლია. ჩემი პროექტი ოქროს ხანძრის სიმბოლოს მოიცავს. ასე უკვდავყოფთ კატასტროფას და მას რაღაც მშვენიერ მოვლენად გარდავქმნით."
დაუსრულებელი სინათლე
სტუდიამ ბრატისლავადან გადაწყვიტა კოშკზე პროჟექტორი მოათავსოს, რომელიც სინათლეს ვერტიკალურად მაღლა მიმართავს. "გოთიკურ პერიოდში ცდილობდნენ ღრუბლებამდე მიეღწიათ. ახლა ეს შესაძლებელია".
მყარი ეკლექტიკა
კვიპროსელმა არქიტექტორებმა საფრანგეთს ურჩიეს ტაძრის სახურავი ეკლექტიკური კოშკით ჩაანაცვლონ.
ფანჯარა ზეცაში
რატომ არ უნდა მოვრთოთ სახურავი გარედანაც ვიტრაჟით? არქიტექტორებმა სან-პაულოდან ეკლესიის საინტერესო განახლება შემოგვთავაზეს.
შუშის გადახურვა
რუსმა არქიტექტორმა კი ხის სახურავის ნაცვლად შუშის სახურავი შემოგვთავზა. "როცა ადამიანები მის სანახავად მოვლენ, ძველი და თანამედროვე ელემენტების შერწყმას იგრძნობენ."
ახალი ძველი
ფრანგმა არქიტექტორმა და მხატვარმა დევიდ დერუმ იდეალისტური პროექტი წარმოადგინა. მან ტრადიციულ არქიტექტურას ახალი ხედვა დაუკავშირა და ორიგინალური ფორმა მონახა.