90-იანი წლების სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა 45 მილიონ დოლარად მალიბუში სახლი გაყიდა, რომლის ფართობიც 5,243 კვარდატული მეტრია.
სახლში ოთხი საძინებლი, ხუთი აბაზანა და დიდი სამზარეულოა, ასევე აღჭურვილია შიდა და გარე შუშის კედლებითა და კარებით, რომლებიც მის დიზაინს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.
სახლში დიდი ადგილი უკავია ჩოგბურთის კორპუსსა და საცურაო აუზს, რომელიც ოკეანის ულამაზეს ხედს გადაჰყურებს.
სახლს განსაკუთრებით კომფორტულს ხდის გარდერობის ოთახები, რომლებიც ძალიან ბევრი უჯრითა და საკიდით არის აღჭურვილი.