რამდენიმე დღის წინ, კიმ კარდაშიანი Vogue-ის ერთ-ერთ რუბრიკაში გამოჩნდა, ვარსკვლავმა 73 კითხვას ოჯახთან - კანიე უესტსა და შვილებთან ერთად უპასუხა და ვიდეოც მაშინვე აიტაცეს სოციალურ ქსელებში.
ინტერვიუს გარდა, ყველას ყურადღება მიიპყრო ინტერიერის უჩვეულოდ გადაწყვეტამ, მინიმალიზმი ავეჯში, ე.წ. ჭკვიანი ტექნოლოგიები, მასიური ნივთები და მონოტონური ფერები წყვილის მდიდრულ საცხოვრებელს მოდერნისტულ სამოთხედ აქცევს.
სახლის დაპროექტებაში მონაწილეობა თავად კანიემაც მიიღო, შესაბამისად უცნაურ დეტალებს რომლებიც ფანებმა შეამჩნიეს მათ საცხოვრებელში, სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ.
როგორც ერთ-ერთ კადრში ჩანს სამზარეულოს ონკანს ნიჟარა არ გააჩნია, რამაც ორდღიანი მსჯელობა გამოიწვია სოციალურ ქსელებში.
შესაბამისად კიმმა გადაწყვიტა ეჩვენებინა თუ როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი და ვიდეო გამოაქვეყნა.
მოგვიანებით კი მცირე ექსკურსიაც მოგვიწყო სახლში, რომელიც გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებს.