ცნობილი ადამიანების შესახებ გარკვეული წარმოდგენა ყოველთვის გვექმნება მათი იმიჯიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენი შთაბეჭდილება რა თქმა უნდა საკმარისი არ არის ინტერესესის დასაკმაყოფილებლად. მათი ცხოვრების სტილი ბევრი ჩვენგანისთვის ყოველთვის საინტერესოა.
მინიმალისტური, კლასიკური, ბაროკოს სტილის და ზოგჯერ გულწრფელად უგემოვნო ოთახები, სადაც ცნობილები ისვენებენ და თავისუფალ დროს ატარებენ მათი საუკეთესო ავტოპორტრეტია! OK! Magazine Georgia გთავაზობთ მათი საძინებელი ოთახების სურათებს.
ქრისტინა აგილერა
პოპ-მუსიკის დედოფლის ქრისტინა აგილერას ოთახი ზუსტად ასახავს მის გემოვნებას. საძინებელში, სადაც საწოლი დგას თეატრალური სცენის ილუზიას ქმნის.
პერის ჰილტონი
პერის ჰილტონის სახლის შესავლელთან წარწერაა: „პრინცესა პერისი“ და ინტერიერი სრულად შეესაბამება დედოფლურ სტატუსს. საძინებელი გლამურულ სტილშია. შავისა და ვერცხლისფერის გამა, უზარმაზარი საწოლი და სარკეები ბრწყინვალეა, როგორც თავად სახლის დიასახლისი.
კამერონ დიაზი
ჰოლივუდის მსახიობის კამერონ დიაზის სახლი მანჰეტენზე მართლაც რომ ბრწყინვალეა. საძინებილის სტილი შესაძლებელია შეფასდეს, როგორც „მოკრძალებული ფუფუნება“. თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივად, მაგრამ არისტოკრატულად გამოიყურება, როგორც თავად კამერონ დიაზი.
ტომი ჰილფიგერი
დიზაინერმა ტომი ჰილფიგერმა თავისი სახლის დიზაინი თეთრ ფერებში გააწყო. მისი საძინებლის კედლები გაფორმებულია მერლინ მონროს ფოტოებით.
ბიორკი
ექსცენტრიული ისლანდიელი მომღერალი ბიორკი 2009 წელს ბრუკლინში დასახლდა, მისი ძვირადღირებული სახლის საძინებელი ძალიან ასკეტურია: მინიმალური ავეჯით და მაქსიმალური თავისუფალი სივრცით.