თუ თევზები გიყვართ და გსურთ აკვარიუმი სახლის ინტერიერის ნაწილად აქციოთ, რამდენიმე ორიგინალური იდეა გაითვალისწინეთ.
1. მაგიდა-აკვარიუმი
აქციეთ ჟურნალებისთვის განკუთვნილი ან უბრალოდ მისაღებ ოთახში განთავსებული მაგიდა თევზების თავშესაფრად. ეს ეფექტური და არც ისე რთული გადაწყვეტილება იქნება. მაგიდა აკვარიუმი სივრცეს რელაქსაციის განწყობას შესძენს და დასასვენებელ ზონას ორიგინალური აქცენტით დაამშვენებს. აკვარიუმის განათება ოთახში კიდევ ერთი სინათლის წყარო გახდება.
2. სამზარეულოს კუნძული, როგორც აკვარიუმი
თუ მსხვილმასშტაბიანი აკვარიუმები და თამამი დიზაინერული გადაწყვეტილებები გხიბლავთ, სამზარეულოს კუნძულად გაკეთებული აკვარიუმის იდეა ნამდვილად მოგეწონებათ. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რათა იდეალური სისუფთავე დაიცვათ, თუმცა შთამბეჭდავი ეფექტი გარანტირებულია.
3. თევზები ნიჟარაში
საკმაოდ ორიგინალურად ჟღერს, არა? ინტერიერში მსგავსი ელემენტის დამატებით ყოველდღიურ პროცედურებს, როგორიცაა ხელ-პირის დაბანა და კბილების გამოხეხვა, უფრო სასიამოვნო და საინტერესო თავშესაქცევად აქცევთ.
4. აკვარიუმი კედელში ან ტიხარზე
ამ იდეას მრავალფეროვანი განვითარება აქვს. ამასთან, ასეთი აკვარიუმი ორიგინალურად და ეფექტურად გამოიყურება და ყურადღებასაც მნიშვნელოვნად იქცევს. თუ თქვენი თევზებისთვის სახლში თავისუფალი ადგილი არ მოიძებნება, ჩააშენეთ მათი სახლი პირდაპირ კედელში.