იმისთვის, რომ შექმნათ საკუთარი ბაღი, აგარაკი სულაც არ გჭირდებათ, საკმარისია აივანი! როგორ უნდა მოვაწყოთ ყველაფერი მინიმალური სირთულით?
1. სინათლე
ჩამოყალიბდით, რა რაოდენობის სინათლე გჭირდებათ აივანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დააკვირდით, მზის სხივებს ხეები ხომ არ ჩრდილავს, რომელ მხარეს გადის ფანჯარა... თუ ბუნებრივი სინათლე საკმარისია, შეგიძლიათ დარგათ მარწყვი, ლავანდა, სალათის ფოთოლი, ორეგანო, პიტნა თუ რეჰანი. თუ სინათლე ცოტაა, სიცოცხლეს შეძლებენ ლილიები, ბეგონიები, გვიმრები და კაქტუსები.
2. აირჩიეთ ქოთნები
მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები შესაფერის ქოთნებში და კონტეინერებში დარგოთ, რათა საკმარისი წყალი მიიღონ. ქარიან რაიონებში უფრო ხშირი მორწყვაა საჭირო, ასევე საყრდენები, რომ არ დაზიანდნენ.
3. არ გამოიყენოთ ქუჩიდან აღებული მიწა
იყიდეთ შესაბამისი ნიადაგი. ის არაა ძვირადღირებული და სპეციალურად საშინაო მცენარეებისთვისაა განკუთვნილი.
4. არ გადააჭარბოთ წყლის დოზას
თუ მცენარე ძალიან ბევრ წყალს იღებს, შეიძლება გახმეს, ამიტომაც, ნუ გაგიტაცებთ მორწყვა. დაიცავით ნორმები.
5. მოუარეთ
ბევრ აივნის მცენარეს შესაძლოა დამატებითი ან განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდეს. უნდა გაარკვიოთ იქამდე, სანამ იყიდით და დარგავთ.
ქალაქის ოაზისი: ავეჯი აივნისთვის
თბილ და ცხელ დღეებში შეგიძლიათ ბუნება ქალაქის დატოვების გარეშე იგრძნოთ. როცა საქმეები გაქვთ და ჯერ შვებულების დრო არაა, დასასვენებელი სივრცე საკუთარ აივანზე მოიწყვეთ. მცენარეებთან ერთად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ სწორ ავეჯზე.
1. ქოლგა Meteo by Kettal
2. მაგიდის გრილი
3. წამოსაწოლი დივანი Kartell
4. დეკორატიული ქოთნები ალუმინის კორპუსით Fermob
5. დაწნული ხალიჩა
6. დაკიდული სანათები Unopiu
7. დასაკეცი სკამი Knoll
8. ხის ჯორკო Riva 1920
9. პორტატული სანათები, ბუნებრივი სინათლის წყარო Ethimo
10. მინიმალისტური სავარძელი Unopiu