დისნეის გულშემატკივრებისთვის კომპანიის პარკებსა და კურორტებზე დაქორწინება დაუვიწყარი ოცნების ახდენა იქნება. დისნეი მსოფლიოს გარშემო უამრავ ზღაპრულ ადგილს გთავაზობთ, რათა თქვენი ცხოვრების ეს ბედნიერი დღე მაგიურად აქციოთ. არიან წყვილები, რომლებმაც ეს უკვე გამოსცადეს.
დაგეგმვა ხშირად აგენტების მეშვეობით, ინტერნეტის საშუალებით ხდება, თუმცა შედეგი პატარძლის მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს.
სერვისი გულისხმობს ძველებური ეტლის დაქირავებასაც, რომელიც კონკიას პერსონაჟს გვახსენებს
სპეციალურად მზადდება ტორტიც
ხელის მოსაწერად ყველა პარკს თავისი საქორწილო პავილიონი აქვს
წყვილი და მათი მეგობრები ატრაქციონებზეც ირთობენ თავს