ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე, ლინდესნესში ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი გაიხსნა. ობიექტს სიმბოლური სახელი ეწოდა: "ქვეშ", რომელიც ნორვეგიულად "საოცრებას" ნიშნავს. შენობა წყლისქვეშ 5 მეტრითაა მოქცეული. მის კედლებზე განსაკუთრებულად იშრომეს, რათა ინტერიერი არ დაზიანებულიყო და სითბოც შენარჩუნებულიყო.
რესტორანში ორი დიდი ფანჯარაა: ერთი მათგანიდან რიფის თვალიერებაა შესაძლებელი. სივრცე 35-40 ადამიანს იტევს. მენიუ კი არავის დატოვებს გულგრილს. რესტორნის მთავარ მზარეულს მიშლენის ვარსკვლავებიან რესტორნებში აქვს ნამუშევარი.