25 წლის კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა ლოს-ანჯელესში უზარმაზარი სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 8.5 მილიონ დოლარს შეადგენს. ბევერლი-ჰილზში მდებარე სახლი სულ მალე მისი და ჰეილი ბოლდუინის ახალი საცხოვრებელი გახდება.
ბიბერების ახალი სახლი ჰოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა ჩარლზ ინფანტემ სულ ცოტა ხნის წინ განაახლა. 566 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელ სახლში 5 საძინებელი, 7 სააბაზანო, ერთი ბიბლიოთეკა და 1 სამზარეულოა.
ჯასტინი და ჰეილის ახალ სახლს გარდა ზემოთხსენებული ოთახებისა მარანი, სახლის კინოთეატრი და ბარი აქვს.
როგორც ცნობილია ბოლო დროის მანძილზე ჰეილი და ჯასტინი სასტუმრო Montage Hotels & Resorts-ში ჩერდებოდნენ, ამ დრომდე კი 10000 დოლარის ღირებულების სახლში, რომელსაც მომღერალი მეუღლისთვის ქირაობდა.
უკანასკნელი კერძო სახლი, რომელსაც ჯასტინი კალაბასასში ფლობდა, 2014 წელს კორტნი კარდაშიანს 7.2 მილიონ დოლარად მიჰყიდა, მას შემდეგ ჯასტინმა საკუთარი სახლი პირველად შეისყიდა.
სანამ ახალ საცხოვრებელში გადავლენ, ჰეილის და ჯასტინს ჰოლივუდის ქუჩებში ხშირად შევხვდებით. აღსანიშნავია, რომ წყვილი გვიან ღამით Saban Theatre-ში მეგობრებთან ერთად შენიშნეს.
წყვილი ბევერლი-ჰილზის ისტორიულ თეატრში ჯასტინის 250000 დოლარის ღირებულების მანქანით მივიდა.
ჯასტინმაც და ჰეილიმ ამ გამოსვლისთვის სპორტული ტანსაცმელი შეარჩიეს.
22 წლის მოდელს Balenciaga-ს 2813 დოლარის ღირებულების მოსაცმელი ეცვა, რომელსაც თეთრი შარვალი და სახლის ფეხსაცმელი შეუხამა.