ლედი გაგა იმ ცნობილი ვარსკვლავების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საკუთარი ეპატაჟურობისა და ნიჭიერების წყალობით მთელი მსოფლიო აღაფრთოვანეს. 32 წლის მომღერალი, რომელიც სასწავლებელში ბულინგის მსხვერპლი გახლდათ და არც მისი წარმატებული კარიერის სჯეროდა ბევრს, ყველაფერს მიაღწია, რასაც გარშემომყოფები ეჭვისთვალით უყურებდნენ. წელს მან საკუთარ კარიერაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა და A Star is Born-ში შესრულებულმა როლმა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.
უცნაურია მაგრამ ამ ფილმის ისტორია სწორედ გაგას 22.5 მილიონ დოლარად შეფასებულ მალიბუს საცხოვრებელში იწყება, სადაც მან ბრედლი კუპერს უმასპინლა.
როგორც აღმოჩნდა, ბრედლის გაგას მიერ 2016 წელს შესრულებული "La Vie En Rose-ის" პერფორმანსის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ ფილმში, რომელზეც ის მაშინ უკვე ფიქრობდა, მთავარი როლი სწორედ სტეფანის შეესრულებინა.
მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ იმ სახლში შედგა, რომელსაც გაგა თავის "ბოშურ სასახლეს" უწოდებს.
გაგას მფლობელობაში აღნიშნული საცხოვრებელი 2014 წელს გადავიდა, სივრცე, რომელიც სამ საძინებელს, შვიდ სააბაზანოს, ბოულინგის სათამაშო ოთახსა და უამრავ სხვა თემატურ სივრცეს აერთიანებს 2005 წელს აშენდა. თვალი გადავავლოთ ძვირადღირებული სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველ კადრებს, რომლებიც "დედა მონსტრის" დახვეწილ გემოვნებაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს.