საინვესტიციო კომპანია EMERALD GROUP 2018 წლის ივნისში შეიქმნა. კომპანიის სახელწოდება უძვირფასესი ქვისგან – ზურმუხტისგან მომდინარეობს, რაც სილამაზესა და ფუფუნებასთან ასოცირდება – ზურმუხტის სამკაულებს ხომ ოდითგანვე სამეფო კარის დიდებულები ატარებდნენ.
EMERALD GROUP-ისთვის კი სახელწოდება სწორედ იმ უმაღლესი ხარისხის, Luxury-სერვისთან ასოცირდება, რომელსაც თავის ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს.
კომპანიის მიზანი მსოფლიოში საქართველოს, როგორც მიმზიდველი და საინტერესო საინვესტიციო გარემოს, წარმოჩენა, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და მათი უნიკალური, გამორჩეული დეველოპერული მიზნით გამოყენებაა. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება კომპანიის დეველოპერული მიმართულება EMERALD DEVELOPMENT – ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმკლასის, 5-ვარსკვლავიან კომპლექსებს ააშენებს თბილისსა და შავიზღვისპირეთში.
როგორც აღვნიშნეთ, EMERALD DEVELOPMENT-ის მთავარი კონცეფციაა პრემიუმხარისხის, 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტებით დაკომპლექტებული საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროებისა და სამორინეების აშენება, სადაც ფუფუნებისა და სრული კომფორტისთვის საჭირო ყველანაირი დეტალი იქნება გათვალისწინებული. მთავარი პრიორიტეტი მიენიჭება ქალაქის ცენტრალურ და პრესტიჟულ უბნებს; შენობები აიგება მსოფლიოში ცნობილი, უმაღლესი ხარისხის, ბრენდული მასალით, მოპირკეთდება მთლიანად Villeroy & Boch-ის ძვირფასი ფილებით; მომხმარებლებს მოემსახურება MITSUBISHI-ს ლიფტი, გაკეთდება აუზები, მოეწყობა მრავალფეროვანი შადრევნები და გამორჩეული ყურადღება დაეთმობა კომპლექსების მრავალფეროვან გამწვანებას, რომელიც განსაკუთრებით მომხიბლავს და ეკოლოგიურად წარმტაცს გახდის EMERALD DEVELOPMENT-ის ექსკლუზიურ პროექტებს.
კომპანიის მთავარი პრინციპია, თავისი მასშტაბური, გლამურული პროექტების ფარგლებში, ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნებიც კი დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ, EMERALD DEVELOPMENT მათ ერთი შეხედვით დაუჯერებელი, ზღაპრული სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების საშუალებასაც კი მისცემს – მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერი სახის, სირთულის, ორიგინალობისა და კონცეფციის რემონტი თუ დიზაინი გაკეთდეს მის მიერ არჩეულ აპარტამენტში, რაც სრულყოფილ კომფორტს, აბსოლუტურ სიმყუდროვესა და განსაკუთრებულ, თბილ ემოციებს აღუძრავს.
მთავარი ნიშა, რომელიც EMERALD GROUP-ს სხვა საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიებისგან გამოარჩევს, ის არის, რომ ყველა პროექტი წინასწარაა დაფინანსებული. კერძოდ, კომპანია მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო გამოფენების და სხვა აქტუალური საინვესტიციო ღონისძიებების შედეგად წინასწარ მოზიდული, უკვე გარანტირებული ინვესტიციებით დაიწყებს გრანდიოზულ პროექტებზე მუშაობას, რაც კომპანიის ფინანსური სტაბილურობის და შესაბამისად, მომხმარებლების სიმშვიდის გარანტია.