პეკინის 39 ნომერში მალე იტალიური ავეჯისა და ტექსტილის მაღაზია “Stile Italia” გაიხსენება, სადაც "Missoni Home"-ის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. კომპანია აწარმოებს ტექსტილს, პირსახოცებს, პლედებს, ხალათებსა და კიდევ სხვა უამრავ საჭირო ნივთს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მზადდება ნატურალური ქსოვილებით: ელიტური თეთრეულის კოლექციები, ხალათები, პირსახოცები აბრეშუმითა და ბამბით, პლედები კი შალით, ქაშმირითა და კოტონით.
"Missoni Home"-ის პროდუქცია ამჟამად „Bogacho & STILE Italia“-ს მაღაზიაშია განთავსებული და, როგორც კომპანიის დირექტორმა ლალა ალიმანოვამ OK! Magazine Georgia-თან საუბრისას აღნიშნა, თითოეულმა „Missoni Home"-ის მომხმარებელმა იცის, რომ პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა.
„ჩვენი მთავარი მახასიათებელი ხარისხია. მომხმარებლების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რადგან ჩვენთან პროდუქციის ერთხელ შეძენის შემდეგაც კი მიხვდები, რომ ყველაფერი უმაღლესი ხარისხისაა. გვყავს აქტიურო მომხმარებლებიც. ახალ მაღაზიაში განთავსებული იქნება ტექსტილი, პირსაწმენდები, პლედები და ხალათები”,- აღნიშნა მან.
ასე რომ, თუ გსურთ თქვენი საცხოვრებელი სახლი გაამდიდროთ და დახვეწოთ ამისთვის "Missoni Home" საუკეთესო არჩევანია. "Missoni Home" ეს არის სიმდიდრე და ფუფუნება ყოველივე დეტალში!