49 წლის მსახიობი ქეთრინ ზეტა-ჯონსი სელებრითების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გარდა მათი პროფესიისა სხვა საქმიანობითაც არიან დაკავებულები. ქეთრინი დიდი ხანია გატაცებული და დაინტერესებულია სახლის ინტერიერის დიზაინით, ნახევარი წლის წინ კი მან საკუთარი ბრენდი Casa Zeta-Jones დააარსა.
რამდენიმე დღის წინ ქეთრინის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომელშიც ის საკუთარი ბრენდის სარეკლამო გადაღებებისთვის პოზირებს. მსახიობმა ოთახის ფერს და ინტერიერს თავისი ჩაცმულობა შეუხამა და შინდისფერი, გიპიურის მოკლე კაბით იწონებდა თავს.