ლას-ვეგასში გრანდიოზული რემონტის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო გაიხსნა - Palms Resort Casino. ერთ-ერთი ნომერი ცნობილმა მხატვარმა დემიენ ჰერსტმა გააფორმა. მისი ფასი 200 ათას დოლარს შეადგენს 2 ღამეში. ამ ფასად სტუმრებს ორსართულიანი ვილა ეკუთვნით, ფართობით 830 კვ.მ. ფუტურისტულ სტილში გაფორმებულ ნომერში ჰერსტის 6 ორიგინალი ნამუშევარია, ასევე, აუზი, ჯაკუზი, ტერასა ხედით ქალაქზე, ბარი, საბილიარდო, 2 მასაჟის კაბინეტი და სავარჯიშო ოთახი.
მომსახურეობაში შედის მძღოლი, მიმტანი, სასტუმროს ტერიტორიაზე გასართობი პროგრამა და ბევრი სხვა რამ.