კარლ ლაგერფილდს მთელი მსოფლიო იცნობდა როგორც გენიალურ დიზაინერს, მაგრამ მისი კოლექციონერობისა და ფოტოგრაფობის შესახებ დეტალები ამ დრომდე უცნობი იყო. მაესტროს გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი განხილვის საკითხი მისი უზარმაზარი წიგნების კოლექცია გახდა, რომელიც მის სახლში ინახება.
"მეზიზღება ყველანაირი დასვენება, გარდა წიგნების კითხვისა."
კარლ ლაგერფილდის პირად ბიბლიოთეკაში 300,000 წიგნი ინახება, რომელიც მოიცავს როგორც ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ისე გერმანულ წიგნებს. წიგნების ეს მარაგი მისი სახლის ერთ უზარმაზარ ოთახში ინახება.
2005 წელს დიზაინერმა გამოცემა Vanity Fair-ს საყვარელი წიგნების სია გაუმხილა, ასევე განაცხადა, რომ უყვარს პოეზიის კითხვა ორიგინალში. "ყველაზე მეტად პოეზია მიყვარს და არ მწამს ნათარგმნი ლექსების."
კარლ ლაგერფილდის საყვარელი პერსონაჟი ვირჯინია ვულფის ორლანდოა.
"ჯერჯერობით მხოლოდ წიგნებს ვაგროვებ; მეტს ვერაფერს დავატევ. ჩემი წიგნების საბოლოო რაოდენობა 300,000-ია. ერთი ადამიანისთვის ბევრია."
აღსანიშნავია, რომ დიზაინერს წიგნების ჰორიზონტალურად დალაგება მოუწია რათა მეტი წიგნები დატეულიყო. შესაბამისად პირველი კითხვა რაც უჩნდება საზოგადოებას არის თუ რა ბედი ეწევა ამ კოლექციას. არსებობს მოსაზრება, რომ წიგნები განაწილდება და გაიყიდება აუქციონზე. სხვა შემთხვევაში კი დაურიგდება წიგნების გადამყიდველებს.