ერთი წელია, რაც კაილი ჯენერი ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა გახდა, 21 წლის გოგონას პოპულარობა განსაკუთრებით კოსმეტიკური ბრენდის წარმატებამ და მილიონობით მხარდამჭერის გამოჩენამ განაპირობა, რომელთა წყალობითაც, ჯენერი გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ქალბატონად იქცა.
შესაბამისად, უცნაური არ არის რომ დიდია ინტერესი მისი ცხოვრების თითოეული დეტალისადმი და ცოტა ხნის წინ ყველას ყურადღება მისი სახლის ინტერიერმაც მიიპყრო, როცა Architectural Digest-ის გამოცემაში მან საკუთარ ძვირადღირებულ სახლში იპოზიორა, რომელშიც უბრალო სკამის ფასიც კი 25 ათასი დოლარია.
ერთ-ერთ ფოტოზე გულშემატკივრებმა ინტერიერის უჩვეულო დეტალი შეამჩნიეს და რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებშიც დაწერეს. როგორც შემდეგი ფოტოდან ჩანს, გამომწერების ყურადღება კედლის გასაფორმებლად გამოყენებულმა კონტრაცეპციული საშუალებების შეფუთვამ მიიქცია.
თუმცა მიზეზი, რის გამოც კაილის სახლს მსგავსი უჩვეულო დეტალი ამშვენებს მარტივია, კაილიმ საცხოვრებლის გასაფორმებლად თანამედროვე ხელოვანი ბო დანი მიიწვია, რომელიც ცნობილია მსგავსი ექსტრავაგანტული გააწყვეტილებებით, რომლებიც როგორც ჩანს, ვარსკვლავებსაც მოსწონთ.